საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 01.08.2015
ძალის დაკარგვა 08.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,459 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2015 მიღება
08.10.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №3 2015 წლის 1 აგვისტო ქ.თბილისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის   დებულება თანდართული რედაქციით.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური დანართი  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის სტატუსი და ანგარიშვალდებულება  1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამსახურის დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და  სამსახურის უფროსის კურატორი  მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები თავისი საქმიანობის პროცესში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამსახურის დებულებით, ამ დებულებით,  სამსახურის უფროსის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით. თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და კომპეტენცია მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამსახურის  საფინანსო საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის,  სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის დავალების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამსახურის დანაყოფების ფინანსური უზრუნველყოფის განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურის საფინანსო საქმიანობის სწორად წარმართვა; ბ) სამსახურის ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის ინსტანციებში მისი დროული წარდგენა; გ) საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; დ) სამსახურის და მისი დანაყოფის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსება; ე) შექმნილი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება საბიუჯეტო ასიგნებათა გადანაწილების ან გაზრდის თაობაზე; საბუღალტრო აღრიცხვის სწორად ორგანიზება, სამსახურის მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვა და გაცემა; ვ) ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა, აგრეთვე ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა; ზ) საბუღალტრო ანგარიშების შედგენა და შესაბამის ინსტანციებში დაწესებულ ვადებში წარდგენა; თ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; პირველადი დოკუმენტების შედგენა ოპერაციის მოხდენის მომენტში; შემოსული პირველადი საბუთების აუცილებელი შემოწმება დადგენილი წესით; ი) ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვა და დადგენილი წესით არქივში ჩაბარება; კ) სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ არსებული დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა; ლ) სამსახურის დანაყოფებს საკანცელარიო ნივთებით, ინვენტარით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, კომპიუტერული ტექნიკითა და სხვა ორგტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, საკვების პროდუქტებით და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე დაყენება, აღრიცხვიდან მოხსნა, ტექნიკური გამართულობის შემოწმება და შეკეთება; ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფა; ნ) უზრუნველყოფს სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარებას, ხარჯთაღრიცხვის შედგენას, საჭირო სამშენებლო მასალების შეძენას, სამუშაოთა მიმდინარეობის და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლს; ო) სამსახურის ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში; პ) საფინანსო დოკუმენტაციის დროულ გაფორმებასა და ფინანსური ოპერაციების კანონიერებაზე წინასწარი კონტროლის განხორციელება; ჟ)  სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი; რ) სამსახურის მიერ გაწეული ხარჯებისა და მიღებული დაფინანსების ეკონომიური ანალიზი; ს) საფინანსო–სამეურნეო–ბუღალტრულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება; ტ)  მატერიალურ ფასეულობათა დაცულობაზე კონტროლის განხორციელება, მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ადგილებში; უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვა, აგრეთვე პრივატიზებასა და სარგებლობაში გადაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ფ) სამსახურის დანაყოფების იარაღით, საბრძოლო მასალით და აღჭურვილობით უზრუნველყოფა და მის ბრუნვაზე კონტროლის განხორციელება; ქ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით  სახელმწიფო შესყიდვების და შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით ყოველდღიური ანგარიშგების განხორციელება; ღ) სამსახურის მიერ დაგეგმილი გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის, ერთიანი ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და შენახვა; ყ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.  თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მუხლი 4🔗. დეპარტამენტის დირექტორი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. დეპარტამენტის დირექტორი: ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს (მოადგილეების მეშვეობით) დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულებას; ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის უფროსს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატურებს; კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ან/და მასში შემავალი დანაყოფის (დანაყოფების) სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ; დეპარტამენტის პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს;  დეპარტამენტში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; დ) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს); ე) კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის წესს, აგრეთვე დეპარტამენტის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს; ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ზ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; თ) სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დირექტორის მოვალეობას სამსახურის უფროსის ან კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. 3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს დეპარტამენტის ერთ–ერთი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი. 4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები პასუხისმგებელნი არიან მათ საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მიერ გაწეულ საქმიანობაზე. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) ფინანსების მართვისა და შესყიდვების სამმართველო; ბ) მატერიალური რესურსების მართვის სამმართველო; გ) საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილება. 2. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად. მუხლი 7🔗. ფინანსების მართვისა და შესყიდვების სამმართველო ფინანსების მართვისა და შესყიდვების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) შეიმუშაოს სამსახურის ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი და უზრუნველყოს შესაბამის ინსტანციებში მისი დროული წარდგენა; ბ) უზრუნველყოს საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მათ ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; გ) უზრუნველყოს სამსახურის შესაბამისი დანაყოფის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსება; დ) შექმნილი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება საბიუჯეტო ასიგნებათა გადანაწილების ან გაზრდის თაობაზე; განახორციელოს საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაცია, სამსახურის თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვა და გაცემა; ე) მონაწილეობა მიიღოს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში, უზრუნველყოს ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა; ვ) უზრუნველყოს საბუღალტრო ანგარიშების შედგენა და შესაბამის ინსტანციებში წარდგენა დაწესებულ ვადებში; ზ) უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; პირველადი დოკუმენტების შედგენა ოპერაციის მოხდენის მომენტში; შემოსული პირველადი საბუთების აუცილებელი შემოწმება დადგენილი წესით; თ) უზრუნველყოს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვა და დადგენილი წესით არქივში ჩაბარება; ი) უზრუნველყოს სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ არსებული დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა; კ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით  სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ლ) სამსახურის მიერ დაგეგმილი გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის, ერთიანი ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და შენახვა; მ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობის მონიტორინგი; ნ) ბაზრის კვლევა და უზრუნველყოს მომწოდებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის პერმანენტული განახლება; ო) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შემუშავება და შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა; პ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით  შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების ყოველდღიური ანგარიშგების განხორციელება. მუხლი 8🔗. მატერიალური რესურსების მართვის სამმართველო მატერიალური რესურსების მართვის  სამმართველოს კომპეტენციაა: ა) უზრუნველყოს სამსახურის დანაყოფები საკანცელარიო ნივთებით, ინვენტარით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, კომპიუტერული ტექნიკითა და სხვა ორგტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, საკვები პროდუქტებითა და სხვა მატერიალური საშუალებებით; ბ) განახორციელოს სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანა, აღრიცხვიდან მოხსნა, ტექნიკური გამართულობის შემოწმება და შეკეთება, ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფა; გ) უზრუნველყოს სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საჭირო სამშენებლო მასალების შეძენა, სამუშაოთა მიმდინარეობისა და მასალათა  ნორმირებული ხარჯვის კონტროლი; დ) განახორციელოს მატერიალურ ფასეულობათა დაცვის კონტროლი  მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ადგილებში; ე) უზრუნველყოს სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა–ნაგებობების გამართული ფუნქციონირება; ვ) განახორციელოს სამსახურის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვის, პრივატიზებისა და სარგებლობაში გადაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ზ) სამსახურის დანაყოფების იარაღით, საბრძოლო მასალით და აღჭურვილობით უზრუნველყოფა და მის ბრუნვაზე კონტროლის განხორციელება; თ) სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ამოღებული (ჩამორთმეული), ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დადგენილი წესით გადაცემა; ი) იარაღის ტექნიკური მდგომარეობის, მისი შემდგომი გამოყენების ვარგისიანობის დადგენა ან/და გაუმართავი შეიარაღების აღდგენა-შეკეთება; კ) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობასთან დაკავშირებით სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა, საიდუმლო საქმისწარმოება; ლ) ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის და სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად განახორციელოს სხვა უფლება-მოვალეობები. მუხლი 9🔗. დეპარტამენტი საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების (კანცელარია) კომპეტენცია 1. დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების კომპეტენციაა: ა) უზრუნველყოს დეპარტამენტში განსახილველად შემოსული, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების მიხედვით); ბ) უზრუნველყოს დეპარტამენტის კორესპონდენციების მიღება-დაგზავნა, დეპარტამენტის მიერ მომზადებული, შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია. 2. დეპარტამენტის კანცელარიის საქმიანობაზე პასუხისმგებელია კანცელარიის უფროსი.