საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.08.2015
ძალაში შესვლა 01.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 812 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2015 მიღება
01.08.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 12.09.2014 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი 90% 08.07.2015 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 90% 01.08.2015 სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 26.01.2021 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 30.09.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №2 2015 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური დანართი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს სამსახურის მოსამსახურეების მიერ სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს. 2. ეს წესი გამომდინარეობს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და მიზნად ისახავს სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას – დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის, დამნაშავის შეპყრობის, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაკისრებული სხვა ამოცანების, აგრეთვე მისი უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას. მუხლი 2🔗. სპეციალურ საშუალებათა სახეები 1. სამსახურის მოსამსახურე სახელმწიფო უსაფრთხოების დასაცავად იყენებს პასიურ და აქტიურ სპეციალურ საშუალებებს. 2. პასიური სპეციალური საშუალებები უზრუნველყოფს მოსამსახურის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები. 3. აქტიური სპეციალური საშუალებები პირს მოკლე ვადით უსპობს მოსამსახურისათვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/და მოსამსახურეს ეხმარება დაკისრებული ფუნქციის შესრულებაში. ასეთი სპეციალური  საშუალებებია: ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება; ბ) სპეციალური ხელკეტი; გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი); დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა; ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება; ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება; ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება; თ) სპეციალური საღებავი; ი) სასამსახურო ძაღლი; კ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ლ) შესაბოჭი ბადე. მუხლი 3🔗. სამსახურის დანაყოფების სპეციალური საშუალებები 1. სპეციალური საშუალებების გამოყენება, მისი სახეობების მიხედვით, ხორციელდება სამსახურში შემავალი ზოგიერთი დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით. 2. სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, პასიური სპეციალური საშუალებების გარდა, ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვთ სამსახურის: ა) სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს; ბ) კონტრტერორისტულ ცენტრს (დეპარტამენტი); გ) ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოს; დ) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების განმახორციელებელ შესაბამის დანაყოფს. 3. სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაყოფისა) ოპერატიულ-საგამოძიებო ფუნქციის განმახორციელებელი დანაყოფების მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებებია: ა) ხელბორკილი; ბ) ხელკეტი; გ) ელექტროშოკური მოწყობილობა. 4. კონკრეტული შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია სპეციალური საშუალების გამოყენება, განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 4🔗. სპეციალურ საშუალებათა შენახვა და ტარება 1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების და მათი მოსამსახურეებისათვის სპეციალური საშუალებების აუცილებლობას კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს უშუალოდ ამ დანაყოფის ხელმძღვანელი სამსახურის უფროსთან ან მის მიერ უფლებამოსილ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით. 2. სპეციალური საშუალებების შენახვას უზრუნველყოფს სამსახური, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საშუალება განპიროვნებულია სამსახურის კონკრეტულ მოსამსახურეზე, მაშინ აღნიშნული საშუალებების შენახვაზე პასუხისმგებელ პირს განსაზღვრავს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი. 3. სპეციალური საშულებების შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება აქვთ საბრძოლო ან/და ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფების ფუნქციების განმახორციელებელ მოსამსახურეებს. შესაბამისი სპეციალური საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, აღნიშნული საშუალებების შენახვასა და ტარებაზე უფლებამოსილ კონკრეტულ პირებს განსაზღვრავს დანაყოფის ხელმძღვანელი. მუხლი 5🔗. სპეციალური საშუალებების გამოყენება 1. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამსახურის მოსამსახურეს (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) უფლება აქვს, სპეციალური საშუალებები გამოიყენოს აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ სხვა საშუალებები არაეფექტიანი იქნება მიზნის მისაღწევად. 2. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა გააფრთხილოს სათანადო პირი და მისცეს მას საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან/და უფლებამოსილი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია  გაფრთხილება. 3. სპეციალური საშუალებების გამოყენება აკრძალულია ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი ახორციელებენ შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ უფლებამოსილ პირებს,  რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან მოსამსახურის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმისა და წინააღმდეგობის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია. 4. პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, სპეციალური საშუალების სახე, ფიზიკური იძულების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდარღვევის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგები 1. სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებული პირებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; ბ) სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს, აგრეთვე აღნიშნული პირის ოჯახის წევრს (თუ ეს შესაძლებელია); გ) თუ სპეციალური საშუალება გამოიყენება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა უნდა აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს. 2. საზოგადოებისათვის აქტუალურ და დიდი რეზონანსის მქონე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება უფლებამოსილი პირების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, სამსახური ვალდებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაავრცელოს ინფორმაცია აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობისა და კანონშესაბამისობის შესახებ.