საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2015
ძალის დაკარგვა 11.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №209
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016332
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №209
2015 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად, ბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2.
ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
დანართი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2.
კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება და საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის –
„ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის“ დებულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 გვისტოს №241 დადგენილებით დამტკიცებული ტყის მოვლისა და აღდგენის წესი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრის №156 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დებულების ცოდნა
;
ე)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point) კარგად ცოდნა.