ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2015
ძალის დაკარგვა 01.08.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.125.016168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,022 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2015 მიღება
01.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 სასტუმროები
2 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები
3 სტომატოლოგიური კაბინეტები
4 სასურსათო საქონლის მაღაზიები
5 სამრეწველო საქონლის მაღაზიები აფთიაქი
6 შერეული საქონლის მაღაზიები
7 ბაზრობები
8 ბენზინგასამართი სადგურები
9 ავტო ტექ. მომსახურეობის ადგილები ავტოსამრეცხაოები
10 სადალაქოები, სილამაზის სალონები
11 შენობის შიგნით მიმდინარე სამეწარმეო  საქმიანობა, საყოფაცხოვრებო მომსახურ. ობიექტები
12 სასადილოები, კაფეები
13 საცხობები
14 საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები
15 სკოლა ქალაქის
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2015 წლის 31 ივლისი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა: მუხლი 1🔗 1.  დამტკიცდეს მოსაკრებელი ტყიბულის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელ სუბიექტთათვის. 1.1  ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი  ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0,5 ლარი თვეში, ხოლო ლტოვილის სტატუსის მქონე პირებისათვის 0,25 ლარი თვეში. 1.2  ოჯახისათვის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის   მაქსიმალური თანხა განისაზღვროს 1.5 ლარით. 1.3  ინდივიდუალური მეწარმეებისათის, იურიდიული პირებისათვის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს  დანართი №1 - ის შესაბამისად. 2. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება: 2.1 სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57000 ან 57000-ზე ნაკლებია; 2.2  სამამულო ომის მონაწილეები, ლტოლვილები, ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები; 2.3 ადგილობრივ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სუბიექტები. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების და მათი გაუვნებლობის ხარჯები დაიფაროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 5🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი დანართი №1 ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის № საქმიანობა ზომის ერთეული მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარი) ტერიტორიული ზონები I II III 1 სასტუმროები ერთი საწოლი 1 1 1 2 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები საერთო ფართის 1მ​2 0.2 0.15 0.15 3 სტომატოლოგიური კაბინეტები საერთო ფართის 1მ​2 0.5 0.5 0.5 4 სასურსათო საქონლის მაღაზიები სავაჭრო ფართის 1მ​2 0.4 0.2 0.2 5 სამრეწველო საქონლის მაღაზიები აფთიაქი სავაჭრო ფართის 1მ​2 0.4 0.2 0.2 6 შერეული საქონლის მაღაზიები სავაჭრო ფართის 1მ​2 0.4 0.2 0.2 7 ბაზრობები საერთო ფართის 1მ​2 0.1 0.1 0.1 8 ბენზინგასამართი სადგურები საერთო ფართის 1მ​2 1 1 1 9 ავტო ტექ. მომსახურეობის ადგილები ავტოსამრეცხაოები ღია საერთო ფართის 1მ​2 0.2 0.1 0.1 დახურული საერთო ფართის 1მ​2 0.3 0.2 0.1 10 სადალაქოები, სილამაზის სალონები საერთო ფართის 1მ​2 0.5 0.2 0.1 11 შენობის შიგნით მიმდინარე სამეწარმეო  საქმიანობა, საყოფაცხოვრებო მომსახურ. ობიექტები საერთო ფართის 1მ​2 0.3 0.2 0.1 12 სასადილოები, კაფეები ერთი დასაჯდომი ადგილი 0.5 0.3 0.3 13 საცხობები სამუშაო ფართის 1მ​2 0.4 0.2 0.1 14 საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები საერთო ფართის 1მ​2 0.005 0.005 0.005 15 სკოლა ქალაქის 1 მოსწავლეზე 0.10 0.1 0.1 16 სარიტუალო დარბაზი სარიტუალო დარბაზებთან ხელშეკრულება გაფორმდეს ინდივიდუალურად ადგილმდებარეობის, ფართობის და დასაჯდომი ადგილების მიხედვით 17 აფთიაქები 1მ2 0.5 0.5 0.5 18 რესტორნები ერთი დასაჯდომი ადილი 1 1 1 19 ბანკები და საკრედიტო დაწესებულებები 1 მ​2 0.5 0.5 0.5 20 შავი და ფერადი ლითონის მიმღები პუნქტები დახურული ფართი 0.2 0.15 0.15 ღია ფართი 0.15 0.15 0.1 21 აბანოები, საუნები საერთო ფართი 0.15 0.1 0.1 22 სათბურები, ფერმები ღია ფართის 1 მ​2 0.008 0.005 0.005 დახურული ფართის 1 მ​2 0.005 0.003 0.003 23 ვაგზლები, ავტოსადგომები, რკინიგზისა და საავტომობილო სადგურები ღია ფართის 1 მ​2 0.005 0.005 0.005 დახურული ფართის 1 მ​2 0.1 0.1 0.1 დანართი №2 ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ტყიბულის მუნიციპაალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილება. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია დანართი №1-ში მითითებული ობიექტები და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშების ინსტრუქცია 1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის ორგანიზაციების, დაწესებულებების იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი. 2. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ფართის მიხედვით, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე, მოცულობაზე და გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშებაზე, მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე სადაც არ განხორციელდება დასუფთავების მომსახურება არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი.) არაუგვიანეს 10 დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ტყიბულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ სახაზინო კოდზე  300273189. 5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. 6. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთი ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. 2. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსაკრებელი იანგარიშება მხოლოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ფართის მიხედვით. 3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადახდილი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 4. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადასახადისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. სახაზინო ანგარიში №300273189. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით. 2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მე-2 დღიდან 20 დღის განმავლობაში. 3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს. მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.