საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 10.08.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 100020030.22.038.016501
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 356 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.08.2015 მიღება
01.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
სპეციალური წოდება დანამატი
გენერალ-მაიორი 110
პოლკოვნიკი 70
ვიცე-პოლკოვნიკი 60
მაიორი 50
კაპიტანი 40
უფროსი ლეიტენანტი 30
ლეიტენანტი 25
უმცროსი ლეიტენანტი 20
ზემდეგი 7
უფროსი სერჟანტი 6
სერჟანტი 5
უმცროსი სერჟანტი 4
რიგითი 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №86 2015 წლის 10 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, ამავე კანონის 39-ე მუხლის მე-9 – მე-10 პუნქტებისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს  მოსამსახურეთა დანამატის ოდენობა და გაცემის წესი №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დანამატის ოდენობა №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 1. განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა სასურსათო ულუფისათვის დანამატი №3 დანართის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დანამატი, პატიმრობის კოდექსის 125​1 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებით, გაიცეს ყოველი კონკრეტული დაწესებულების დებულებისა და საშტატო რიცხოვნობის დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 სექტემბრისა. მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახი კახიშვილი დანართი №1 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეთა დანამატის ოდენობა და გაცემის წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დანამატების ოდენობას და დანამატის გაცემის წესს. მუხლი 2🔗 მოსამსახურეთა დანამატის ოდენობა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗 მოსამსახურეებს დანამატი მიეცემა ყოველ თვე, ნამუშევარი დღეების მიხედვით. დანართი №2 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის  მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დანამატის ოდენობა სპეციალური წოდება დანამატი გენერალ-მაიორი 110 პოლკოვნიკი 70 ვიცე-პოლკოვნიკი 60 მაიორი 50 კაპიტანი 40 უფროსი ლეიტენანტი 30 ლეიტენანტი 25 უმცროსი ლეიტენანტი 20 ზემდეგი 7 უფროსი სერჟანტი 6 სერჟანტი 5 უმცროსი სერჟანტი 4 რიგითი 3 დანართი №3 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა სასურსათო ულუფისათვის დანამატი მუხლი 1🔗 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების  მოსამსახურეთა სასურსათო ულუფისათვის დანამატი განისაზღვროს 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების  მოსამსახურეებს სასურსათო ულუფისათვის დანამატი მიეცემათ ყოველ თვე ნამუშევარი დღეების მიხედვით.