,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №51
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
„სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №172, მუხლი 1907) დამტკიცებულ პროგრამაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილე ბები:
1. მე-2 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) პროფესიული მომზადების (გადამზადების) მაძიებელი შეიძლება იყოს 25-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე. პროგრამის მონაწილე მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა არის 130 000 (ას ოცდაათი ათასი).“.
2. მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. დამსაქმებელის/პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ შევსებული და შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული დასაქმების ბარათის პირველი ნაწილი მაძიებელმა შესაბამის საბანკო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს 2007 წლის 15 დეკემბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე, ხოლო მეორე და მესამე ნაწილები – არა უგვიანეს 2008 წლის 30 აპრილისა. ამასთან, დასაქმების ბარათის მესამე ნაწილი შესაბამის საბანკო დაწესებულებას უნდა წარედგინოს არა უადრეს 2008 წლის 5 აპრილისა. დასაქმების ბარათის მე-2 და მე-3 ნაწილები გაუნაღდდებათ იმ პირებს, ვისაც დადგენილ ვადებში განაღდებული აქვთ დასაქმების ბარათის წინა ნაწილები.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 4 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.03.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 08.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 010.360.010.10.003.000.995.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.03.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №51, 08.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.360.010.10.003.000.995 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2932/