საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №213
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016336
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.08.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №213
2015 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
დანართი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2.
კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა)
უმაღლესი განათლება –
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ან ინჟინერიის მიმართულებით;
ბ)
დარგი/სპეციალობა – მენეჯმენტი, გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება, სამთო და გეოინჟინერია, გეოგრაფია, გეოლოგია, სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო სამართალი, საჯარო სამართალი, საზოგადოებრივი გეოგრაფია, ეკონომიკა, ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა, საჯარო მმართველობა;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორებში ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ე)
საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის, „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის, „წყლის შესახებ” საქართველოს კანონის, „რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №27 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების ცოდნა;
ვ)
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point – კარგად) ცოდნა.