საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.07.2015
ძალაში შესვლა 01.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №387
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.018773
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის ფულადი სარგოების (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და დანამატების ოდენობების, აგრეთვე ფულად სარგოზე დანამატის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის
წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №387
2015 წლის 30 ივლისი
ქ.თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე
(ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის
წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-11 პუნქტისა და 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესი თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთა ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები):
ა) თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართების შესაბამისად (დანართი №1 − 19);
ბ) წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №20).
მუხლი 2🔗
1. დაუწესდეთ სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე სამსახურის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე (თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებზე) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე − 5%;
ბ) 2-დან 5 წლამდე − 10%;
გ) 5-დან 10 წლამდე −15%;
დ) 10 წელი და მეტი − 20%.
2. მოხელეს, რომელსაც უკავია შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და არ გააჩნია წოდება, სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში სამსახურის უფროსის თანხმობით, ნამსახურობაში ჩაეთვლება სამსახურის სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი.
3. სამსახურის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვალოს სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურევი პერიოდი, სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.
მუხლი 3🔗
1. მოსამსახურე ვალდებულია, ცნობა ან ამონაწერი წელთა ნამსახურობის შესახებ წარადგინოს საფინანსო სამსახურში.
2. სამსახურის საფინანსო სამსახურმა ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვა განახორციელოს შესაბამისი ცნობის (ამონაწერი) წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
მუხლი 4🔗. სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისათვის:
ა) ყოველთვიური ხელფასი (ფულადი სარგო) განისაზღვროს 23 (ოცდასამი) ლარის ოდენობით;
ბ) ყოველთვიურად დაწესდეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი 9 (ცხრა) ლარის ოდენობით.