ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის პეტრე შოთაძის სახელის მინიჭების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№222
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №222

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის პეტრე შოთაძის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირთან №37 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო სკვერს მიენიჭოს ექიმის, პროფესორ პეტრე შოთაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ ; №6)

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი

Description: C:\Users\e.samitashvili\Desktop\23.06.2015\Petre Shotadzis Skveri.jpg

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის პეტრე შოთაძის სახელის მინიჭების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის პეტრე შოთაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2015.
როდის იქნა მიღებული „ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის პეტრე შოთაძის სახელის მინიჭების შესახებ“?
„ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის პეტრე შოთაძის სახელის მინიჭების შესახებ“ მიღებულია 23.06.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №222. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.101.016025.
სად არის „ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის პეტრე შოთაძის სახელის მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის პეტრე შოთაძის სახელის მინიჭების შესახებ“, №222, 23.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2933143/