ქ.თბილისში, ისნის რაიონში, მამკოდის ქუჩისთვის და სომხეთის ქუჩის II გასასვლელისთვის დომინიკა ერისთავის (განდეგილი) სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№250
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №250

2015 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ისნის რაიონში, მამკოდის ქუჩისთვის და სომხეთის ქუჩის II გასასვლელისთვის დომინიკა ერისთავის (განდეგილი) სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ისნის რაიონში, მამკოდის ქუჩა, სომხეთის ქუჩის II გასასვლელი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად, მასთან არსებულ შესახვევად და მიენიჭოს პროზაიკოსის, მთარგმნელისა და ჟურნალისტ დომინიკა ერისთავის (განდეგილი) სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი

Description: C:\Users\e.samitashvili\Desktop\30.06.2015\Dominika Eristavi (Gandegili).jpg