ქ.თბილისში, ისნის რაიონში, სამრეწველო დასახლების II ქუჩისთვის და მასთან არსებული ექვსი ჩიხისთვის პაატა ჯანელიძის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№289
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016042
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №289

2015 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, ისნის რაიონში, სამრეწველო დასახლების II ქუჩისთვის და მასთან არსებული ექვსი ჩიხისთვის პაატა ჯანელიძის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ისნის რაიონში, სამრეწველო დასახლების II ქუჩას და მასთან არსებულ ექვს ჩიხს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული პაატა ჯანელიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ #6).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი

Description: C:\Users\e.samitashvili\Desktop\28.07.2015\Paata Janelidze.jpg