საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2015
ძალის დაკარგვა 30.12.2015
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016216
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,274 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2015 მიღება
30.12.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
გეოგრაფიული ობიექტი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, წყარო, მოედანი, გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი,  სანაპირო, ესპლანადა, სკვერი, ბაღი, პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, მთა, ხევი, ბორცვი, მდინარე, ტბა, სასაფლაო, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი
მუხლი 2
სატრანსპორტო სისტემის ობიექტი
მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება
მუხლი 2
სახელდება
ამ წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
მუხლი 2
სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწე
პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ფრიდონ ბურდული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №32 2015 წლის 31 ივლისი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის  მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად   საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის (შემდგომში– მუნიციპალიტეტი) ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში– წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს. 2. წესის მიზანია გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების სამართლებრივი რეგულირება და ამ სფეროში წესრიგის დამყარებისათვის ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გეოგრაფიული ობიექტი – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, წყარო, მოედანი, გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი,  სანაპირო, ესპლანადა, სკვერი, ბაღი, პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, მთა, ხევი, ბორცვი, მდინარე, ტბა, სასაფლაო, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი; ბ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება; გ) სახელდება – ამ წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა); დ) სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში. მუხლი 3🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პრინციპები 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია: ა) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება; ბ) მემკვიდრეობითობა; გ) ისტორიული ტოპონიმების მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის  იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებსა და საზოგადოებრივ აზრს; დ) კონკრეტული ფიზიკურ – გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა; ე) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა; ვ) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, დამახსოვრების სიადვილე; ზ)ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. მუხლი 4🔗. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება 1.სახელი ენიჭება: ა)ახლადწარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს; ბ)სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს; 2)გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან. 3. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. 4.გეოგრაფიული ობიექტის სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება დასაშვებია მიეთითოს სხვა ენაზეც; 5. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული და შინაარსობრივად მიზანშეწონილი; 6. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. გეოგრაფიული ობიექტისათვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა (შეცვლა) 1.გეოგრაფიული ობიექტისათვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა (შეცვლა) ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო მიზანშეწონილია სახელწოდების შეცვლა; ბ) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები; გ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ - კულტურული მნიშვნელობა გააჩნიათ; დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან კატეგორია; ე) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია; ვ) სახელწოდების აღმნიშვნელი აბრევიატურა ან სიტყვათა წყობა აღარ შეესაბამება რეალობას; ზ) კონკრეტულ ქუჩის მაცხოვრებელთა უმრავლესობა დასაბუთებულად ითხოვს სახელის გადარქმევას; თ)კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 6🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები 1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა 1/3-ის ინიციატივის შემთხვევაში. 2. სახელმწიფო  და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდებისას, მათი გვარ-სახელები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ. სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა „ილია“, „შოთა“). 3. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას ( მაგ. „მეფე სოლომონ I“ ქუჩა). 4. თუკი საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ. „მეფე დემეტრე თავდადებული“). 5. ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ. „სამასი არაგველი“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ. „26 მაისის მოედანი“). 6. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების დასახელებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავშირებული მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო, ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტების დასახელებებთან. 7. დასაშვებია მოკლე ჩიხების, გასავლელების თუ შესახვევების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი, გასასვლელი თუ შესახვევი (მაგ. „იდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც, გასასვლესაც და შესახვევსაც. 8. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის №109 ბრძანებულების შესაბამისად. 9. იმ მიკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისაგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერაციულად, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმებით. 10. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება  და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან დეფისით, უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ, შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან დეფისით დაწერის ფორმას. მუხლი 7🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახეწოდებების შეზღუდვა 1. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისას ისეთი სახელების გამოყენება, რომლებიც: ა) აღვივებენ შუღლს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური კუთვნილების, წარმოშობის მიხედვით; ბ) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს. 2. სახელდებისას დაუშვებელია სახემწიფო და საზოგადო მოღვაწის ინიციალების გამოყენება (მაგ. „დ.აღმაშენებელი“ „ი. გურჯი“). 3. დაუშვებელია ერთი და იმავე დასახელების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების გამოყენება სხვა, იმავე სახის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას. 4. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევისას გეოგრაფიული ობიექტის უსახელოდ დატოვება. 5. გეოგრაფიული ობიექტის, რომლის სახელდებაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუქმების (აღარ არსებობს გეოგრაფიული ობიექტი) შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ ამ წესის მე-8 მუხლის მე-11პუნქტში განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობოს წერილობითი სახით. მუხლი 8🔗. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის განხილვა და გადაწყვეტა 1.გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი  აქტით – განკარგულებით იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2.გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია: ა)მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ან ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს წევრთა 1/3; ბ)მუნიციპალიტეტის გამგებელი; გ)საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 3.ინიციატივა გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 4.მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ უნდა ერთოდეს: ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება (სახელწოდების კავშირი კონკრეტულ ადგილთან); ბ) ობიექტის აღწერა (ობიექტის მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებები); გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით. 5.გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ინიციატივას დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდეგ საკითხს განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისია. 6. საკითხის განხილვისას კომისიამ უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული  და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები,  ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი ისტორიული  და სხვა წყაროები. 7. საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე. 8. საკრებულოს თავმჯდომარე განკარგულების პროექტს ამ მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად შესათანხმებლად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა  სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია). 9. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საკრებულო დადგენილი წესით იღებს შესაბამის განკარგულებას. 10. საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება რეაგირებისათვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს – გამგეობას, რომელმაც 4 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების, ცნობარების და ა.შ. დამზადება, გავრცელება და სხვა). 11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ დოკუმენტებთან ერთად, მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ– საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ– სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.