,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №07 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.133.016159
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2015 წლის 31 ივლისი

ქ. ბათუმი

 

 

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №07 დადგენილებაში, ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული  აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის   მე-20   მუხლის    მე-4  პუნქტის, ,,საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსი”  საქართველოს  კანონის  63-ე  მუხლის   და  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 59-ე მუხლის შესაბამისად,  ხელვაჩაურის   მუნიციპალიტეტის   საკრებულომ    დაადგინა:

1. ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების  შესახებ’’, ხელვაჩაურის    მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის 13  აგვისტოს  №07  დადგენილებით (www. matsne.gov.ge 18. 08. 2014 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.133.016102)  დამტკიცებულ  რეგლამენტში   შეტანილი იქნეს  შემდეგი  ცვლილებები  და  დამატებები: 
2. თავი XV,  57-ე მუხლის    შემდეგ   დაემატოს   571, 57და 573  მუხლები  შესაბამისად   შემდეგი   შინაარსით:
მუხლი 571.   საკრებულოს  თანამდებობის  პირებისა  და საკრებულოს წევრების მიერ   მოქალაქეთა   მიღების   წესი

1. საკრებულოს   წევრი ვალდებულია  მოაწყოს  მოქალაქეთა   მიღების   დღე, თვეში ერთხელ მაინც, ხოლო  საკრებულოს  თანამდებობის  პირი     ვალდებულია   მოაწყოს    მოქალაქეთა   მიღების   დღე, თვეში  ორჯერ  მაინც.

2. პროპორციული  წესით  არჩეულ საკრებულოს  რიგით  წევრს გამოეყოფა ადგილი  საკრებულოს  შესაბამისი  ფრაქციის  ოთახში ან  საკრებულოს   სხდომათა დარბაზში,  მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს რიგით  წევრს - შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, გამგებლის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში  ან  დასახლების რომელიმე უბნის საჯარო შენობაში, ხოლო საკრებულოს  თანამდებობის  პირს შეუძლია  მოქალაქეები  მიიღოს   თავის  სამუშაო  კაბინეტში  ან  საკრებულოს  საჯარო  სხდომათა  დარბაზში.

3. მოქალაქეთა მიღების გრაფიკში აღინიშნება საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქეთა მიღების ადგილი, დღე, საათები (არანაკლებ 6 საათი), შესვენების დრო და თითოეული მოქალაქისთვის გამოყოფილი დროის რეგლამენტი (არანაკლებ 10 წუთი).

4. საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი (დღე, ადგილი და საათები) დადგენილი წესით ქვეყნდება მიღების  დღემდე  3 დღით ადრე მაინც.

5. ამომრჩეველთა მიღება შეიძლება მოეწყოს როგორც ინდივიდუალურად, ისე საკრებულოს წევრთა (საკრებულოს კომისიის წევრთა, საკრებულოს ფრაქციის წევრთა  ან  საკრებულოს  თანამდებობის  პირთა)  ჯგუფის  მიერ.

6. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღებას აღრიცხავს და მოქალაქეთა მიღების ოქმს ადგენს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. მოქალაქეთა მიღების ოქმში აღირიცხება მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხები.

7. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში ინფორმაციის მიწოდებას (მოქალაქისათვის) მათ მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახებ.

მუხლი 572საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან  გასვლითი  საჯარო    შეხვედრის   წესი

 1. საკრებულოს წევრი ვალდებულია, მოაწყოს  ამომრჩევლებთან  გასვლითი  საჯარო   შეხვედრები  თვეში ერთხელ მაინც. 

 2. საკრებულოს წევრის  ამომრჩევლებთან  გასვლითი  საჯარო შეხვედრა  შეიძლება ჩატარდეს: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე  გამგებლის წარმომადგენლის ოთახში,  სხვა  საჯარო  დაწესებულების ოთახში/დარბაზში  ან  სოფლის  ცალკეულ  უბნებში,  მოსახლეობის  თავშეყრის  ადგილებზე   ღია ცის ქვეშ.

3. საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან  გასვლითი  საჯარო  შეხვედრის  გრაფიკი (დღე, ადგილი და საათი) აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ქვეყნდება იმ ადმინისტრაციულ ერთეულში სადაც იგეგმება  შეხვედრა შეხვედრის  დღემდე  3 დღით ადრე მაინც.

4. ამომრჩევლებთან შეხვედრა შეიძლება მოეწყოს, როგორც ინდივიდუალურად, ისე საკრებულოს წევრთა (საკრებულოს კომისიის წევრთა, საკრებულოს ფრაქციის წევრთა  ან  საკრებულოს  თანამდებობის  პირთა)  ჯგუფის  მიერ.

მუხლი 573საკრებულოს  წევრის  (მათ  შორის საკრებულოს თანამდებობის პირის)    მიერ  გაწეული   მუშაობის   შესახებ   ყოველწლიური  ანგარიშგების   წესი

1.  საკრებულოს წევრი ვალდებულია,  წელიწადში ერთხელ მაინც (საანგარიშგებო წლის  ბოლოს) შეადგინოს, გამოაქვეყნოს  და  საკრებულოსა  და   ამომრჩევლებს  წარუდგინოს  მის  მიერ  გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.

2. საკრებულოს  წევრის  მიერ  გაწეული  მუშაობის  შესახებ  ანგარიშის  შედგენა  და  გამოქვეყნება  ხორციელდება საკრებულოს  შესაბამისი  განკარგულებით  დამტკიცებული   ყოველწლიური  ანგარიშის  ფორმით.

3. საკრებულოს  წევრის მიერ ინდივიდუალურად, წერილობითი ფორმით, შევსებული და  ხელმოწერით  დადასტურებული, ყოველწლიური ანგარიშის  ფორმა, ელექტრონულ  ვერსიასთან  ერთად  ბარდება  საკრებულოს  აპარატში,   საანგარიშგებო  წლის  დასრულებიდან  არაუგვიანეს  14  დღისა.

4. საკრებულოს  წევრის მუშაობის ყოველწლიური  ანგარიში, საკრებულოს    აპარატში   რეგისტრაციიდან 5  დღის   ვადაში,  პროაქტიულად    ქვეყნდება   საკრებულოს  აპარატის მიერ.    

5.   საკრებულოს წევრის ანგარიშის  მოსმენის   დღე, ადგილი  და საათი, რეგლამენტით  დადგენილი  წესით,  ქვეყნდება საკრებულოს   აპარატის   მიერ,  ანგარიშის  წარდგენამდე    ერთი  კვირით  ადრე  მაინც.

6. საკრებულოს  წევრის  ანგარიშის მოსმენა ტარდება საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში  მდებარე საჯარო  დაწესებულების (გამგებლის  წარმომადგენლის  ადმინისტრაციული  შენობა, სკოლა, კულტურის  სახლი  და  სხვ.)  ოთახში/დარბაზში  ან  სოფლის   თავშეყრის  ადგილებზე   ღია  ცის  ქვეშ.

7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  ამომრჩეველებს  უფლება აქვთ,  შეუზღუდავად  დაესწრონ  საკრებულოს    წევრის საჯარო  ანგარიშის მოსმენას.  ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომაში მონაწილე  ამომრჩევლებს საშუალება ეძლევათ გამოთქვან თავისი შენიშვნები,  რეკომენდაციები, წინადადებები  და  შეაფასონ  საკრებულოს  წევრის  მიერ   გაწეული  მუშაობა.

8. საკრებულოს წევრის ყოველწლიური   ანგარიში  საკრებულოს  მიერ  მიიღება კენჭისყრის  გარეშე,  ცნობის  სახით, რომელიც  ფორმდება  სხდომის  ოქმში  შესაბამისი    ჩანაწერით.

3. ეს დადგენილება   ამოქმედდეს   კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  მისი   გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე