(შპს "დოქტორ ჰაუსის" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11058-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/11058-15 ( 330210315001001856 )

 

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

28 ივლისი 201 5 წელი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „დოქტორ ჰაუსი Café Doctors House“(ს/კ 401986598) (დირექტორი - მარინე შენგელია)

წარმომადგენელი: დავით თევდორაშვილი

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ”დოქტორ ჰაუსი Café Doctors House”-ს(ს/კ 401986598) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „დოქტორ ჰაუსი Café Doctors House”-ის(ს/კ 401986598) წარმომადგენელმა დავით თევდორაშვილმა და განმარტა, რომ შპს „დოქტორ ჰაუსი Café Doctors House”(ს/კ 401986598) ფუნქციონირებს 2013 წლის 29 ივლისიდან. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საზოგადოებრივი კვების მიზნებისათვის კაფეს მოწყობა. ფინანსური სიძნელეების გამო საწარმოს დამფუძნებლები იძულებულები არიან დაიწყონ კომპანიის გაკოტრების პროცედურა, ვინაიდან საწარმოს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები. განმცხადებლის მითითებით საწარმოს არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო ერთადერთ არაუზრუნველყოფილ კრედიტორს კი წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახური. შპს „დოქტორ ჰაუსი Café Doctors House”-ს (ს/კ 401986598) არ გააჩნია უძრავი ქონება, ავტოსატრანსპოტო საშუალებები, წილი სხვა საწარმოებში და თანხები საბანკო ანგარიშებსა და სალაროში. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე ითხოვს განმცხადებელი მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივნისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „დოქტორ ჰაუსი Café Doctors House”-ს(ს/კ 401986598) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „დოქტორ ჰაუსი Café Doctors House”-ს(ს/კ 401986598) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. კრედიტორებს განემარტათ, რომ თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ისინი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდნენ სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 24 ივნისს, სსიპ შემოსავლების სამსახურს კი ჩაბარდა 2015 წლის 22 ივნისს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „დოქტორ ჰაუსი Café Doctors House”-ს(ს/კ 401986598) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „დოქტორ ჰაუსი Café Doctors House”(ს/კ 401986598) კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „დოქტორ ჰაუსი Café Doctors House”(ს/კ 401986598) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „დოქტორ ჰაუსი Café Doctors House”(ს/კ 401986598) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ”დოქტორ ჰაუსი Café Doctors House”(ს/კ 401986598) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. შპს „დოქტორ ჰაუსი Café Doctors House” (ს/კ 401986598) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე; განჩინების გამოქვეყნების ხარჯები გადახდეს მოვალეს.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე: ბესიკ სისვაძე