ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესისის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 03.08.2015
ძალის დაკარგვა 09.08.2018
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 682 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.08.2015 მიღება
09.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესისის დადგენის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2015  წლის 3 აგვისტო დ. ხარაგაული        ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და 107  მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი  დანართის №1 შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე დანართი №1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი მუხლი 1🔗. დადგენილების  სამართლებრივი  საფუძველი 1. დადგენილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2  პუნქტი და  107-ე მუხლის მე-3 პუნქტი. 2. დადგენილება მიზნად ისახავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში არსებული, დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მუნიციპალიტეტი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი; ბ) გამგებელი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი; გ) საკრებულო -ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო; დ) კერძო საკუთრება- საკუთრების უფლება, რომელიც ეკუთვნის ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, საკუთრების უფლების დამდგენი შესაბამისი საბუთის ან სხვა იურიდიული ფაქტის საფუძველზე; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი -  2014 წლის 5 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ვ) მიწის ნაკვეთი ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ზ) დაინტერესებული პირი -ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშვა იმავე მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე. მუხლი 3🔗. მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად   რეგისტრაციის ზოგადი წესი 1.,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 107-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საკუთრების უფლებით დაირეგისტრიროს დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთები, რომლებიც მოქცეულია მისი ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის მიზნით, გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას),რომელიც უნდა შეიცავდეს განკარგულებას შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს: მონაცემებს მიწის ნაკვეთის კატეგორიის, ადგილმდებარეობისა და ფართობის შესახებ. ბრძანებას უნდა დაერთოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 3. გამგებლის ბრძანება, შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონულ ვერსიებთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს,„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.       მუხლი 4🔗. მიწის ნაკვეთის მართვა და განკარგვა 1.ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მართვა და განკარგვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. დაინტერესებულ პირთა უფლებები თუ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგივე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია დაიცვას თავისი უფლება,  გამგებელთან შესაბამისი განცხადების შეტანის გზით, რომელიც განიხილება საქართველოს კანონის  ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-თ დადგენილი წესით. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებული პირის მოსაზრებით ადასტურებს მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე იმავე მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე კერძო საკუთრების უფლების წარმოშობის ფაქტს. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, საკუთარი უფლების დასაცავად მიმართოს უშუალოდ სასამართლოს ან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციამდე იგივე მიწის ნაკვეთი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, გამგებელი ბათილად ცნობს ბრძანებას, შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე და ამის შესახებ აცნობებს დაინტერესებულ პირს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. თუ დადგინდა,რომ მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციამდე იგივე მიწის ნაკვეთის ნაწილი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში,გამგებელი გამოსცემს ბრძანებას ,მუნიციპლალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ და უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციას. ამ დადგენილებით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება ასევე დაინტერესებული პირის უფლებამონაცვლეზე. მუხლი 6🔗. მიწის ნაკვეთის მოცვლის წესი ამ დადგენილ;ების მე-5 მუხლის მე-3 და მე4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები , გამგებლის ბრძანების ნაცვლად, შეიძლება მოწესრიგდეს მუნიციპალიტეტსა და დაინტერესებულ პირს ან მის უფლებამონაცვლეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელსაც მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს გამგებელი. ხელშეკრულება , კერძო და საჯარო ინტერესების სამართლიანი ბალანსის პრინციპების გათვალისწინებით, შეიძლება  ითვალისწინებდეს მუნიციპალიტეტის სახელზე არასწორად რეგისტრირებული საკუთრების უფლების ძალაში დატოვებას და დაინტერესებული პირისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა ქონების გადაცემას საკრებულოს თანხმობით. მიწის ნაკვეთის ან სხვა ქონების ღირებულება უნდა განისაზღვროს ექსპერტის ან სპეციალისტის მიერ. მუხლი 7🔗. ხარჯები დადგენილების მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, საჯარო რეესტრში დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარჯს გაიღებს მუნიციპალიტეტი.