„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ოქტომბრის №604 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №393 |
|
2015 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეების, კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელისა და კომისიის წევრებისაგან.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეებს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის შემადგენლობიდან.“.
3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:
ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს − ზვიად ძიძიგურს;
ბ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს − ერეკლე ტრიპოლსკის;
გ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს − კარლო კოპალიანს;
დ) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს − ზურაბ ტყემალაძეს;
ე) საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს − გია ჟორჟოლიანს;
ვ) საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს − გელა სამხარაულს;
ზ) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს − ნოდარ ებანოიძეს;
თ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტს.‘‘.
4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომა ტარდება სამ თვეში ერთხელ მაინც. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი დავალებით, კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“.
5. მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელს მიმართონ წინადადებით ცალკეულ საკითხთა დამატებით შესწავლის ან კორექტირების საჭიროების თაობაზე;‘‘.
|