შპს ”წისქვილკომბინატის” გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/9655-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/9655-15 ( 330210315812050 )

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2 9 ივლისი 201 5 წელი

ქ. თბილისი

  თბილისის საქალაქო სასამართლო

 მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „წისქვილკომბინატი“(ს/კ 440388590)

წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის“ (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე   /წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „წისქვილკომბინატის“ (ს/კ 440388590)გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „წისქვილკომბინატის“ (ს/კ 440388590) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა (დირექტორმა) - ბიძინა ჩიკვილაძემ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ”წისქვილკომბინატი”(ს/კ 440388590) წარმოადგენს 100%-ით სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწაარმოს, რომელიც დღეისთვის არ ფუნქციონირებს. ის შექმნილია შპს ,,ქიზიყისა’’ და შპს ,,სენაკის სასურსათო კომბინატის“ შერწყმის შედეგად. განმცხადებლის მითითებით, მის სახელზე არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ არის აღრიცხული. საწარმოს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილ კრედიტორს კი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნაც შეადგენს 60 622,49 (სამოცი ათას ექვსას ოცდაორი მთელი ორმოცდაცხრა მეასედი) ლარს.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მას არ აქვს ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა და ითხოვს საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 ივნისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „წისქვილკომბინატს“ (ს/კ 440388590) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „წისქვილკომბინატის“ (ს/კ 440388590)მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 ივნისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 12 ივნისს, სსიპ შემოსავლების სამსახურს კი ჩაბარდა 2015 წლის 11 ივნისს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ”წისქვილკომბინატის” (ს/კ 440388590) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს ”წისქვილკომბინატის” (ს/კ 440388590) კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს ”წისქვილკომბინატის” (ს/კ440388590) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „წისქვილკომბინატის“ (ს/კ440388590) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „წისქვილკომბინატის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. შპს ”წისქვილკომბინატს” (ს/კ440388590) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე; განჩინების გამოქვეყნების ხარჯები გადახდეს მოვალეს.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

მოსამართლე: ბესიკ სისვაძე