(სს საქგაზმშენის" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/9856-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/9856-15 (330210315815368)

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

29 ივლისი 2015 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

განმცხადებელი: სს ,,საქგაზმშენი’’ (ს/კ 208141312)

წარმომადგენელი: დირექტორის – შპს „რეაბილიტაციის“ (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,საქგაზმშენის’’ (ს/კ 208141312) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,საქგაზმშენის’’ (ს/კ 208141312) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა (დირექტორმა) ბიძინა ჩიკვილაძემ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ,,საქგაზმშენი’’ (ს/კ 208141312) წარმოადგენს 100%-ით სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც დღეისათვის არ ფუნქციონირებს. განმცხადებლის მითითებით, მის სახელზე უძრავი ქონება არ არის აღრიცხული. რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებებს სსიპ – საქართველოს შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 5 თებერვლის წერილის თანახმად სამონტაჟო-სამშენებლო ტრესტი „საქგაზმშენის” (ს/კ 208141312) სახელზე რეგისტრირებულია შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: „ZIL 431412", სახელმწიფო ნომრით „LLL 266“; „KAMAZ 5410”, სახელმწიფო ნომრით ”AEK 633”; VAZ 21063, სახელმწიფო ნომრით „MYM 998”; ”MAZ 9397”, სახელმწიფო ნომრით „ABO 57“; „MAZ 54323“, სახელმწიფო ნომრით ”AEK 569”; აღნიშნული ავტომანქანებიდან „KAMAZ 5410“ და VAZ 21063 ამორტიზებულია და იმყოფება არამუშა მდგომარეობაში; მათი ჯამური ღირებულება სავარაუდოდ არ აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს, ხოლო დანარჩენი საშუალების მოძიება კი ვერ მოხერხდა. განმცხადებლის მითითებით, სს ”საქგაზმშენის” (ს/კ 208141312) უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ საწარმოს არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორი. არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს კი წარმოადგენენ საწარმოს ყოფილი თანამშრომლები – დავით მინდიაშვილი და პაატა გაგნიძე. სს „საქგაზმშენს“ (ს/კ 208141312) ანგარიშები გახსნილი აქვს სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში” და ანგარიშზე ერიცხება 2,95 (ორი მთელი ოთხმოცდათხუთმეტი მეასედი) ლარი.

მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით განმცხადებელი ითხოვს სს „საქგაზმშენის“ (ს/კ 208141312) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივნისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სს „საქგაზმშენს“(ს/კ 208141312) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის სს ”საქგაზმშენის” (ს/კ 208141312) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივნისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 22 ივნისს, სსიპ - შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2015 წლის 22 ივნისს, პაატა გაგნიძეს 2015 წლის 20 ივნისს, ბიძინა ჩიკვილაძეს 20 ივნისს, ხოლო დავით მინდიაშვილს 2015 წლის 20 ივნისს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში სს „საქგაზმშენის“(ს/კ 208141312) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ სს „საქგაზმშენის“(ს/კ 208141312) კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია სს „საქგაზმშენის“(ს/კ 208141312) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „საქგაზმშენი“(ს/კ 208141312) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს სს „საქგაზმშენის“(ს/კ 208141312) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. სს ”საქგაზმშენს” (ს/კ 208141312) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე; განჩინების გამოქვეყნების ხარჯები გადახდეს მოვალეს.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

მოსამართლე: ბესიკ სისვაძე