საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2467
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.002.085
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 28/12/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, სახელმწიფო ბიუჯეტში ან ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივ ბიუჯეტებში გათვალისწინებული ასიგნებებით გამოყოფილი დახმარება ან ერთჯერადი განაცემი (მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები);“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2467–რს

კანონპროექტები პარლამენტში

ამ აქტის შეცვლის 1 კანონპროექტი დარეგისტრირდა, მათგან მიღებულია 1. ამჟამად განხილვაში არცერთი არ არის.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.12.2005.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 23.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2467. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.002.085.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №2467, 23.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.002.085 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29362/