„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2015 წლის 3 აგვისტო დაბა ჩხოროწყუ
|
„მუხლი 3. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით.
2. სამსახურის საშტატო ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე და რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება;
ბ) იურიდიული განყოფილება;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება.
7.განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებას მუნიციპალიტეტის გამგებელი.
8.განყოფილების უფროსი:
ა) წარმოადგენს განყოფილებას თავისი მოვალეობის შესრულებისას, წარუდგენს სამსახურის უფროსს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს;
ბ) თვალყურს ადევნებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს.
9. საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) გამგებლისა და სხვა თანამდებობის პირების თათბირების ჩატარების ორგანიზებას;
ბ)ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარების ორგანიზებას;
გ) გაცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს;
დ) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ე) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლებისათვის;
ვ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორამციის მომზადებას;
ზ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
თ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის;
ი) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
კ) წინადადების მომზადებას მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების თაობაზე, კონტროლს მათ შესრულებაზე;
ლ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
მ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
ნ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ო) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
პ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფასა და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ჟ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებების, მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტების მომზადებას, საშტატო ნუსხის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
10.იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) გამგეობის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან;
გ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
11. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას;
ბ) გამგებლისა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების ჩატარებას, მათ ურთიერთობას სხვა ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან და მოქალაქეებთან;
გ) გამგეობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
დ) მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას.
ე) გასაცემი საჯარო ინფორმაციის მომზადებას;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მოქალაქეთა სამართლებრივი ურთიერთობის უზრუნველყოფას;
ზ) წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“
12. ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციას;
ბ) წინადადებების შემუშავებას ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
გ) გამგებლის წარმომადგენლების კავშირს გამგებელთან;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
|