,,ნავთობისა და გაზის სფეროში არსებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“

მიღების თარიღი 13.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.10.003.001.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40, 17/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 712 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,ნავთობისა და გაზის სფეროში არსებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 45.0pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №60 2008 წლის 13 მარტი ქ. თბილისი ნავთობისა და გაზის სფეროში არსებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 დეკემბრის №737 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტისა და სამხრეთ-კავკასიის მილსადენის სისტემის პროექტის „ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან“ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად: 1. დაინიშნოს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლად: ა) „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის“ პროექტში „ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან“ ხელშეკრულების 2.2 მუხლისა და ამავე ხელშეკრულების მე-2 დანართის 5.1 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად; ბ) ,,სამხრეთ-კავკასიის მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტში „ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან“ ხელშეკრულების 2.2 მუხლისა და ამავე ხელშეკრულების მე-2 დანართის 5.1 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 2. დაინიშნონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გიორგი აბდუშელიშვილი და შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი ზურაბ ჯანჯღავა საქართველოს წარმომადგენლებად: ა) „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ ხელშეკრულების VI მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ „სამეთვალყურეო კომისიაში“; ბ) „სამხრეთ-კავკასიის მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების VI მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად ,,სამხრეთ-კავკასიის მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განხორციელების ხელშემწყობ კომისიაში“. 3. „საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებით შექმნილი საქართველოს ენერგეტიკის კომისიის უშუალო კოორდინაციით შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. 4. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს სახელმწიფოს სახელით აწარმოოს ყველა მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პროექტების განხორციელების თაობაზე ნავთობისა და გაზის კომპანიებთან, უცხოელ პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო, საინვესტიციო, საბანკო, სავაჭრო, სადაზღვევო, საკონსულტაციო და სხვა სტრუქტურებთან, აგრეთვე საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პროექტების რეალიზაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ. 5. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ უზრუნველყოს ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პროექტებში მონაწილე ინვესტორებისა და კომპანიების ურთიერთობათა კოორდინაცია საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, საწარმოებთან და სხვა დაინტერესებულ არასახელმწიფო ორგანიზაციებთან. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებმა ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პროექტებში მონაწილე ინვესტორებთან და კომპანიებთან ურთიერთობა ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პროექტებთან დაკავშირებით აწარმოონ მხოლოდ შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მეშვეობით. 6. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საქართველოს სახელმწიფოს სახელით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ამ დადგენილებით მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში ხელი მოაწეროს საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პროექტებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებსა და სხვა სახის დოკუმენტებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. 2003 წლის 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის გაზის მომწოდებელ კომპანიას, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 20.1 მუხლის საფუძველზე და სამხრეთ-კავკასიის მილსადენის სისტემის ოფციური გაზის კომპანიას, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ოფციური გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 19.1 მუხლის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული მყიდველი – სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“ – შეიცვალოს შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციით“. 8. ,,ბაქო-თბლისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის“ შესახებ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით“ განსაზღვრული საქართველოს შემოსავალი პირდაპირ და მთლიანად მიმართული იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში. 9. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 12 მარტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოწონებული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების პროექტის ძალაში შესვლისთანავე. პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე