(შპს "დ და გ ტექნოლოგის" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11818-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/11818-15 ( 330210315001012606 )

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ხარვეზის შევსების შედეგად განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

6 ივლისი 2015 წელი

ქ. თბილისი

  თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

განმცხადებელი: შპს „დ და გ ტექნოლოგი”

წარმომადგენელი (დირექტორი): მიხეილ ხიდირბეგიშვილი

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „დ და გ ტექნოლოგის” წარმომადგენელმა (დირექტორმა) მიხეილ ხიდირბეგიშვილმა და განმარტა, რომ შპს „დ და გ ტექნოლოგი” (ს/კ 205059149) წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს, რომლის ვალდებულებებიც კრედიტორების წინაშე შეადგენს 2 912 646,33 ლარს. მას უკვე რამდენიმე წელია შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი სამეწარმეო საქმიანობა და არ აქვს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები. შესაბამისად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწარმოს გაკოტრების შესახებ.

შპს „დ და გ ტექნოლოგის” ქონებას შეადგენს სს „საქართველოს ბანკში” არსებულ ანგარიშზე განთავსებული 982,07 ლარი. საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, შპს ”დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ ირიცხება. რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, შსს მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შპს ”დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) სახელზე ირიცხება 12 ერთეული მექანიკური სატრანპორტო საშუალება, რომლებზეც 2010 წლიდან რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის გირავნობა და აღმასრულებლის ან სასამართლოს მიერ გამოყენებული უფლებრივი შეზღუდვები. თუმცა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები რეალურად კომპანიაში არ იძებნება. ამასთან, შპს ”დ და გ ტექნოლოგი” (ს/კ 205059149) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად რეგისტრირებულია შპს „როუდ ვესტის” (ს/კ 206279800) 100%-იანი წილის მესაკუთრედ. თუმცა ამ უკანასკნელ საწარმოს არანაირი აქტივი არ გააჩნია.

განმცხადებლის ერთადერთი კრედიტორია სსიპ  – შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართ დავალიანებაც შეადგენს 2 912 646,33 (ორი მილიონ ცხრაას თორმეტი ათას ექვსას ორმოცდაექვსი მთელი ოცდაცამეტი მეასედი) ლარს. სხვა კრედიტორები საწარმოს არ ჰყავს.

მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, განმცხადებელი ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) დაევალა სასამართლოსათვის თანხების უქონლობის თაობაზე საქართველოში არსებული ბანკებიდან ინფორმაციის წარმოდგენა. 2015 წლის 1 ივლისს შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) მიერ განჩინებით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ იქნა სს ”თიბისი ბანკის”, სს ”რესპუბლიკა ბანკისა” და სს ”ქართუ ბანკის” მიერ გაცემული ამონაწერები, რომლითაც ირკვევა, რომ ამ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე კომპანიის ნაშთი შეადგენს ნული ლარს; ხოლო სს ”საქართველოს ბანკში” კი კომპანიას ერიცხება 982,07 (ცხრაას ოთხმოცდაორი მთელი შვიდი მეასედი) ლარი.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე დართულ დოკუმენტებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისად, განცხადება ექვემდებარება წარმოებაში მიღებას.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

განცხადებაში მითითებულია, რომ შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) სახელზე აღრიცხული 12 ერთეული სატრანსპორტო საშუალება; ამასთან, ის წარმოადგენს შპს ”როუდ ვესტის” (ს/კ 206279800) 100%-იანი წილის მესაკუთრეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს ”დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) განცხადების წარმოებაში მიღების საფუძვლები.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7-8, მე-14, მე-15, მე-18, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.

2. შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) მეურვედ დაინიშოს სსიპ   – აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. აეკრძალოს შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. შეჩერდეს შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოვალეს მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.

7. განემარტოს შპს „დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149), რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს ”დ და გ ტექნოლოგის” (ს/კ 205059149) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნეს 2015 წლის 11 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე, უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

11. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ  – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.

12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე: ბესიკ სისვაძე