ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.08.2015
ძალის დაკარგვა 08.07.2021
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016235
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.07.2021
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის
დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2015 წლის 5 აგვისტო
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის აღწერილობები, თანახმად დანართისა.
მუხლი 3🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 5🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დაცვის უზრუნველყოფა დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 13 აგვისტოს №5 დადგენილება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი №1
.
დანართი №2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების
გერბისა და დროშის აღწერილობა
გერბი
გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 3 ( სამ ) ნაწილად.
I ნაწილი - მეწამულ ველზე ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი;
II ნაწილი - ზურმუხტის ველზე ვერცხლის ხე გარშემოხვეული ოქროს ვაზით, რომელსაც აქვს ოქროს მტევნები და ფოთლები.
III ნაწილი - შავი ველი (სიმაღლით ფარის 1:3), რომელსაც ზემოდან გასდევს ტალღოვანი სარტყელი;
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ოზურგეთი“
დროშა
დროშა გაყოფილია ვერტიკალურად ორ მეწამულ და მწვანე ველებად. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია თეთრი ჰერალდიკური ჯვარი, სიმაღლით დროშის ½; დროშის პროპორციებია: 2:3.