„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებაში (სპეციალური ოპერაციები) (რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი)“ №2 ცვლილება
მიღების თარიღი 23.04.2015
ძალაში შესვლა 10.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №პოზიცია
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016344
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2015
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | სამუშაოები |
| 2 | საქონელი |
| 3 | საკონსულტაციო მომსახურება |
| კატეგორია | ADB-ის დაფინანსება |
| ნომერი | პოზიცია |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამა - ქვეპროგრამა 2) საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) ცვლილება და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) ცვლილება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა – ქვეპროგრამა 1)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ელექტროენერგიის გადაცემის სექტორის რეფორმის პროგრამა)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 2)“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებაში (სპეციალური ოპერაციები) (რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი)“ №2 ცვლილება
.
ბ-ნ ნოდარ ხადური
მინისტრი
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქუჩა 16, 0114
თბილისი, საქართველო
პატივცემულო ბატონო ხადურო:
საკითხი: სესხი 2974-GEO: რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი
სასესხო ხელშეკრულების No2 ცვლილება
1. მოგახსენებთ საქართველოსა („მსესხებელი“) და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2013 წლის 21 მარტით დათარიღებულ სასესხო ხელშეკრულებასთან („სასესხო ხელშეკრულება“) დაკავშირებით (დღემდე შეტანილი ცვლილებით). ყველა აქ გამოყენებული ტერმინი, რომელიც არ არის განმარტებული, აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც სასესხო ხელშეკრულებაში, თუ კონტექსტი სხგვაგვარად არ მოითხოვს.
2. მსესხებლის მოთხოვნის შესაბამისად, ADB-მ 2014 წლის 12 დეკემბერს დაამტკიცა შემდეგი: (i) პროექტში ცვლილების შეტანა, რათა ამოღებულ იქნეს პროექტის შედეგთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და უსაფრთხოების ზომების შეფასების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები სამომავლო პოტენციური ჰიდროენერგეტიკული საინვესტიციო პროექტებისათვის და (ii) ამ შედეგის მისაღწევად განკუთვნილი სესხის სახსრების გადანაწილება არსებული სამი ქვესადგურის რეაბილიტაციისა და ახალი 220-/110კვ ქვესადგურის მშენებლობის ხარჯებზე. ზემოაღნიშნულის განხორციელების მიზნით, ADB გთავაზობთ, სასესხო ხელშეკრულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
(ა) ნაწილი (ბ) წაშლილია და შეცვლილია შემდეგით:
(ბ) პროექტს განახორციელებს სააქციო საზოგადოება “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” (GSE) და ამ მიზნით, ADB-სთვის მისაღები პირობებით წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის თანხას მსესხებელი ხელმისაწვდომს გახდის GSE- სთვის:და;
(ბ) 1.02(მ) პუნქტში ტერმინი „ნაწილი“-ს განმარტება სრულად იქნეს წაშლილი;
(გ) ტერმინი „პროექტის განმახორციელებელი სააგენტო“ პუნქტში 1.02 (პ) წაიშალოს და შეიცვალოს შემდეგით:
(პ) „პროექტის განმახორციელებელი სააგენტო“ სასესხო ხელშეკრულებისა და სასესხო რეგულაციების დებულებების მიზნებისათვის, ასევე სასესხო რეგულაციებში განსაზღვრული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ნიშნავს GSE-ს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს, რომელიც მისაღებია ADB-სთვის;
(დ) პუნქტი 3.01 წაშლილია და შეცვლილია შემდეგით:
პუნქტი 3.01. (ა) მსესხებელი GSE-ს გადაასესხებს სესხის მთლიან სახსრებს ქვესასესხო ხელშეკრულების შესაბამისად, ADB-სთვის მისაღები პირობებით. თუკი სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული ADB-სთან, გადასესხებული სესხის თანხა უნდა მოიცავდეს საპროცენტო განაკვეთს წლიური 1% ოდენობით შეღავათიანი პერიოდის განმავლობაში და შემდგომ წლიური 1,5%-ს (სავალუტო რისკის ჩათვლით), სესხის დაფარვის 32 წლიან პერიოდს 8-წლიანი შეღავათიანი პერიოდის ჩათვლით.
(ბ) მსესხებელმა სესხის წინამდებარე ხელშეკრულებისა და საპროექტო ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს, რომ სესხის თანხები გამოყენებულ იქნეს პროექტით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად;
(ე) პუნქტი 3.02 წაშლილია და გადანომრილია შესაბამისად
(ვ) დანართი 1-ის პუნქტი 2 წაშლილი უნდა იქნეს და ჩანაცვლდეს შემდეგით:
2. პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგს:
(ა) ქსანის, მარნეულისა და მენჯის არსებული ქვესადგურების რეაბილიტაციასა და გაუმჯობესება;
(ბ) ახალი 220-110-კვ ქვესადგურის მშენებლობა 220-კვ და 110-კვ ხაზებით და დამაკავშირებელი მოწყობილობით; და
(გ) GSE-სთვის მხარდაჭერის აღმოჩენა პროექტის ზედამხედველობასა და მართვაში, მათ შორის ამგვარი საქმიანობისათვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურებაში.
(ზ) დანართი 3-ის პუნქტი 5 წაშლილ უნდა იქნეს და შეიცვალოს შემდეგით:
5. წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ნებისმიერი სხვა პირობის მიუხედავად, სესხის ანგარიშიდან არ განხორციელდება სესხის თანხების ჩამორიცხვა, ვიდრე ქვესასესხო ხელშეკრულება ADB-სთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით არ გაფორმდება მსესხებელსა და GSE-ს შორის, რომელიც ხელშეკრულების პირობებით, წარმოადგენს მხარეთა ვალდებულებებს.
(თ) დანართი 3-ის ბმულის ცხრილი ამოღებულია და შეცვლილია წინამდებარე დოკუმენტის დანართში მოცემული ცხრილით;
(ი) სასესხო ხელშეკრულების დანართი 5-ის პუნქტი 1 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:
1. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელ სააგენტოდ უნდა განსაზღვროს GSE. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მეშვეობით უნდა უზრუნველყოს პროექტის განხორციელება პროექტის ადმინისტრირების სახელმძღვანელოში (PAM) განსაზღვრული ღონისძიებების მიხედვით. PAM-ის რაიმე სახის შემდგომი ცვლილება ძალაში შევა მხოლოდ მსესხებლისა და ADB-ის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ. PAM-სა და ამ სასესხო ხელშეკრულებას შორის რაიმე სახის შეუსაბამობის შემთხვევაში წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დებულებებს მიენიჭება უპირატესობა.
3. გარდა ზემოთ მოყვანილი შემთხვევებისა, სასესხო ხელშეკრულება უცვლელი რჩება.
4. ინფორმაციის გასაჯაროებასა და გაცვლასთან დაკავშირებით ADB-ის საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის თანახმად, სასესხო ხელშეკრულებაში შეტანილი შესწორებები გამოქვეყნდება ADB-ის ვებგვერდზე ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღიდან 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამოღებულ იქნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიეკუთვნება საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის არსებულ გამონაკლისებს, როგორც ეს მითითებულია მსესხებლის მიერ.
5. გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მსესხებლის თანხმობა წინამდებარე წერილი-შეთანხმების მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებულ ცვლილებებთან და წინამდებარე შეთანხმების წერილთან დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების წერილის თითოეულ ორიგინალზე ქვემოთ მითითებულ ადგილას ხელის მოწერის გზით. გთხოვთ, შეინახოთ წინამდებარე შეთანხმების წერილის ერთი ორიგინალი თქვენს ჩანაწერებში, მეორე კი დაუბრუნოთ ADB-ს საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული წერილი-შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტთან ერთად. შემოთავაზებული ცვლილებები ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც ბანკი წერილობით აცნობებს მსესხებელს, რომ მიიღო ამ წერილი-შეთანხმების ხელმოწერილი ორიგინალი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
პატივისცემით
კლაუს გერჰაუსერი
ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის განყოფილების
გენერალური დირექტორი
ა. მიღებული და შეთანხმებულია.
ბ. ვადასტურებთ, რომ სასესხო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის გამონაკლისებს,
საქართველოს მხრიდან
და მისი სახელით
სახელი, გვარი: ნოდარ ხადური
თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თარიღი: 23.04.2015
ბმული
ცხრილი
სესხის სახსრების გამოყოფა და ათვისება
(რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი)
კატეგორია
ADB-ის დაფინანსება
ნომერი
პოზიცია
ADB-ის დაფინანსებისათვის გამოყოფილი სრული თანხა (SDR)
კატეგორია
სესხის ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის პროცენტი
1
სამუშაოები
7 785 178 **
საერთო ხარჯის
100%*
2
საქონელი
22 510 797 **
საერთო ხარჯის
100%*
3
საკონსულტაციო მომსახურება
685 025 **
საერთო ხარჯის
100%*
ჯამი
30 981 000
* მსესხებლის ტერიტორიაზე დაწესებული გადასახადებისა და მოსაკრებლების გამოკლებით.
**ამ თანხის ათვისებას არეგულირებს დანართი 3-ის პუნქტი 5-ის პირობა.