,,სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნNბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-33/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016344
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-33/ნ

2015 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge 23.07.2014წ., 470230000.22.035.016281) დამტკიცებული №1 დანართის (სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები):
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:
ა)   „ბ.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა.) ბენეფიციართა პირადი საქმე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საოქმო გადაწყვეტილება მომსახურებაში ჩარიცხვის თაობაზე, სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე,  მხარდაჭერის მიმღებ პირად აღიარების შესახებ დოკუმენტი, ინდივიდუალური განვითარების პროგრამა, სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკონტაქტო ინფორმაცია ნათესავების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა);“;

ბ) „ბ.ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ი) ბენეფიციარსა (გარდა  მხარდაჭერის მიმღებ პირად აღიარებული ბენეფიციარისა) და სერვისის მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უფლება/მოვალეობების განმარტებით.“.

2.  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მხარდაჭერის მიმღებ პირად აღიარებული   ბენეფიციარებისთვის მედიკამენტები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი პირის გარეშე, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენა, შენახვა, აღრიცხვა და გამოყენება უნდა ხდებოდეს „ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად;“;

ბ) „ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ბენეფიციარის გაუჩინარების შემთხვევაში, არაუმეტეს 24 საათის გასვლამდე, ხოლო  მხარდაჭერის მიმღებ პირად აღიარებული ბენეფიციარს შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, კანონიერ წარმომადგენელს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო