თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/5795-13 (შპს "კავკასიის ციფრული ქსელი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/5795-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2 8 .07.2015 წელი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებ ელი–საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ნათია სახოკია
მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ნათია სახოკიამ, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა აღსრულების ეროვნული ბიუროს როგორც მეურვის მომსახურების საფასურის აღიარების საკითხის გადასაწყვეტად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივლისის განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2015 წლის 28 ივლისს 12:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: 1.1.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადების განხილვა. 1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე არ გამოცხადდა კრედიტორთა საკმარისი რაოდენობა, რის გამოც კრებამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ვერ მიიღო გადაწყვეტილება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწვეული იქნეს მეორე კრება იმავე დღის წესრიგით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,
დაადგინა :
1. კრედიტორთა მეორე კრება მოწვეული იქნეს 2015 წლის 19 ოქტომბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადების განხილვა.
1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’,სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი