აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 04.08.2015
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 340170000.32.057.016205
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.08.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე, საჩითილე და სასათბურე მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№14
2015 წლის 4 აგვისტო
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ
სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და
ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი
სასოფლო–სამეურნეო და დეკორატიული კულტურების,
სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების
შედაგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის,
ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის
წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის 18 ივნისის №
138 უ.ს.გ.ს კანონის მეორე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო–სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ
სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული
ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო–სამეურნეო და დეკორატიული
კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების
შედაგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების
აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო–სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, რეალიზაციის, განაწილების, განადგურების წესსა და პირობებს, აგრეთვე აღნიშნული ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას, დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესსა და პირობებს.
2. ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო–სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქცია (შემდგომში – ქონება) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –
„აგროსერვის ცენტრის“ სანერგე მეურნეობებში წარმოებული სარგავი/სათესლე მასალის (შემდგომში –
სარგავი/სათესლე მასალა), სადემონსტრაციო ბაღებში მოწეული ნაყოფისა (შემდგომში –
ნაყოფი) და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი;
ბ) ქონების განკარგვა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –
,,აგროსერვის ცენტრის“ (შემდგომში – ცენტრის) მიერ ქონების რეალიზაცია, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ქონების რეალიზაცია – ცენტრის მიერ ქონების რეალიზაცია აუქციონის (ინტერნეტაუქციონი, საჯარო აუქციონი) მეშვეობით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სავაჭრო ობიექტისა ან/და ინტერნეტმაღაზიის ქონების რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით;
დ) ქონების განაწილება – ცენტრის მიერ ქონების უსასყიდლოდ გადაცემა წინამდებარე წესის შესაბამისად;
ე) ქონების განადგურება – ცენტრის მიერ ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციას და განკარგვას ახორციელებს ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვისათვის უფლებამოსილი ორგანო
ქონების აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას და განკარგვას ახორციელებს ცენტრი ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
ქონების აღრიცხვა
1. ქონების აღრიცხვა წარმოებს ქონების სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით.
2. ქონების აღრიცხვის პროცესში უნდა დადგინდეს ქონების მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისადმი მიკუთვნების საკითხი.
3. მალფუჭებადი პროდუქციის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს განკერძოებულად და უნდა დაუწესდეს განსაკუთრებული კონტროლი, რათა დროულად იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები.
მუხლი 4🔗.
ქონების შენახვა
1. ქონების შენახვას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს ცენტრი.
2. მალფუჭებადი საქონლის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქცია, რომელიც შენახვის სპეციალურ პირობებს საჭიროებს, მისი დაუყოვნებლივ განაწილების და/ან რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, შეინახება მაცივარ -კამერებში, რასაც უზრუნველყოფს ცენტრი.
მუხლი 5🔗.
ქონების შეფასება და რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო საფასურის დადგენა
1. ქონების შეფასებას აწარმოებს ცენტრის ქონების შეფასების კომისია (შემდეგში –
ქონების შეფასების კომისია), გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, ქონების შეფასება შესაძლებელია აგრეთვე ცენტრის მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) ან/და აუდიტური ფირმის (აუდიტორის) მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ქონების შეფასების კომისიის, აგრეთვე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცენტრის მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) შეფასების/დასკვნის გათვალისწინებით, ცენტრი ადგენს ქონების რეალიზაციის საწყის ან/და სარეალიზაციო საფასურს.
4. ქონების რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრისას ცენტრმა უნდა გაითვალისწინოს ქონების რაოდენობა და რეალიზაციის ფორმა.
5. ცენტრი უფლებამოსილია, ქონების რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრისას, დაეყრდნოს ქონების საბალანსო მონაცემებს.
6. მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო საფასურის დადგენა შესაძლებელია ცენტრის მიერ გამარტივებული წესით – ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიურ (მსგავს) პროდუქციაზე არსებული ფასების გათვალისწინებით.
მუხლი 6🔗.
ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება
1. ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით, იღებს ცენტრის დირექტორი.
2. ქონების განკარგვის ფორმა თანხმდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
3. თუ მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება 200 ლარს, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის დირექტორი.
4. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში, უხარისხო ან/და ისეთი საქონლის არსებობის შემთხვევაში, რომლის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია, ქონების შეფასების კომისია შესაბამისი ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების (ექსპერტი) ან სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე, ამზადებს დასკვნას ამ ქონების განადგურების შესახებ, რაც წარედგინება ცენტრის დირექტორს გადაწყვეტილების მიღებისათვის.
მუხლი 7🔗.
ქონების განკარგვის ფორმები
1. ქონების განკარგვის ფორმებია:
ა) ქონების რეალიზაცია აუქციონის (ელექტრონული, საჯარო) ფორმით;
ბ) ქონების რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით:
ბ.ა) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;
ბ.ბ) სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;
გ) ქონების რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით;
დ) ქონების განაწილება;
ე) ქონების განადგურება.
2. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას, თავდაპირველად ხორციელდება მისი ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვა. თუ ქონების რეალიზაცია ვერ მოხდა ელექტრონული აუქციონის ფორმით, დასაშვებია მისი საჯარო აუქციონის ფორმით რეალიზაცია.
3. გარკვეულ შემთხვევებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით შერჩეული განკარგვის ფორმის (საშუალების) განკარგვის სხვა ფორმით (საშუალებით) შეცვლის თაობაზე, რა დროსაც ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შენარჩუნებულ იქნეს ქონების ბოლო სარეალიზაციო ღირებულება.
4. გარკვეულ შემთხვევებში, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების რეალიზაციის ორი ფორმის – ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის ერთდროულად გამოყენების თაობაზე.
მუხლი 8🔗.
საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი სააუქციონო კომისია. კომისია უნდა შედგებოდეს კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის, კონსულტანტისა და აუქციონის წამყვანისაგან.
2. ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრი განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად.
3. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.
4. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება, რომლის ოდენობაც უნდა შეადგენდეს ქონების რეალიზაციის საწყისი საფასურის არანაკლებ 10%-ს.
5. აუქციონის ჩატარების თაობაზე ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, აუქციონის დაწყებამდე სულ ცოტა 5 კალენდარული დღით ადრე (მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში სულ ცოტა 2 კალენდარული დღით ადრე) ცენტრი აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;
ბ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს (აუქციონის ხანგრძლივობა მისი გამოცხადებიდან დასრულებამდე არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 45 კალენდარულ დღეს);
გ) სარეალიზაციო ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას), ლოტებად დაყოფის შემთხვევაში - ლოტების მიხედვით);
დ) ქონების რეალიზაციის საწყის ფასს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს (მათი არსებობის შემთხვევაში) ოდენობას;
ვ) ცენტრის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და საკონტაქტო პირს;
ზ) აუქციონის ჩატარების პირობებს.
6. სხვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზანშეწონილობის საკითხს განსაზღვრავს ცენტრი.
მუხლი 9🔗.
აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონის ჩატარების თაობაზე განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, აუქციონის დაწყებამდე, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს ცენტრთან შეთანხმებით, წინასწარ გაეცნოს სარეალიზაციო ქონებას.
2. აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის კონსულტანტს წარუდგენს:
ა) ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის (მათი არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელ დოკუმენტს (მათ შორის, ელექტრონული სახით);
ბ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს – ფიზიკური პირის შემთხვევაში;
გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში;
დ) სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით.
3. სააუქციონო კომისიის კონსულტანტი ამოწმებს დოკუმენტაციის წარმოდგენის სისწორეს. თუ დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვერ მიიღებს მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში.
4. სააუქციონო კომისიის კონსულტანტი აუქციონში მონაწილეობის იმ მსურველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აღრიცხავს და გადასცემს მონაწილის საიდენტიფიკაციო ბარათს, რომლის საფუძველზეც იგი უფლებამოსილია გამოცხადდეს აუქციონის დარბაზში და მიიღოს სპეციალური ნომრიანი დაფა.
5. პირი, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა აუქციონის რამდენიმე ლოტის ვაჭრობაში, უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს (მათი არსებობის შემთხვევაში) იხდის/წარმოადგენს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე.
6. სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის წარდგენა სრულდება აუქციონის დაწყებისთანავე.
მუხლი 10🔗.
აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონის წამყვანმა უნდა უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვა.
2. ცენტრი უზრუნველყოფს ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერებას, აუქციონის ჩასატარებლად აუქციონის დარბაზის მომზადებას და საჭიროების შემთხვევაში იწვევს სათანადო სპეციალისტს.
3. აუქციონის თითოეული მონაწილე, აუქციონის დაწყებამდე შედის აუქციონის დარბაზში და იღებს სპეციალურ ნომრიან დაფას, რომელიც აუქციონის დამთავრებისას უკან უნდა დაბრუნდეს.
4. აუქციონის წამყვანი აცხადებს გასაყიდად წარდგენილი ლოტის რიგით ნომერს, მასში შემავალი საქონლის ძირითად ნიშან-თვისებებს, ლოტის რეალიზაციის საწყის საფასურს და ფასის მატების ბიჯს.
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება რეალიზაციის საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, აუქციონის წამყვანი მონაწილეებს აჩვენებს გასაყიდად გამოცხადებულ ქონებას ან წარუდგენს დამსწრეებს ქონების ამსახველ ვიდეო ან ფოტომასალას.
6. აუქციონის მონაწილე, რომელსაც სურს შეიძინოს ვაჭრობისათვის წარდგენილი ლოტი, ზევით სწევს ნომრიან დაფას, ასახელებს ფასს რეალიზაციის საწყისი საფასურის მიხედვით, ხოლო ფასის შემდეგი შემოთავაზება მოხდება ბიჯის გათვალისწინებით. თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდა მომდევნო გაზრდილი ფასი, აუქციონის წამყვანი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა. ვაჭრობა გრძელდება მანამ, ვიდრე რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს.
7. ვაჭრობის დროს აუქციონის მონაწილეებს უფლება აქვთ გაზარდონ ბიჯი აღნიშნულ ქონებაზე მოთხოვნის შესაბამისად.
8. ქონება ითვლება გაყიდულად იმ მონაწილეზე, ვის მიერაც იქნება შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი.
9. სააუქციონო ვაჭრობის შესახებ სააუქციონო კომისიის მდივანი ადგენს ოქმს, რომელშიც ასახული უნდა იყოს აუქციონის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მას ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, აუქციონის წამყვანი, კომისიის მდივანი და აუქციონში გამარჯვებული. ოქმის ასლი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.
10. აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ:
ა) აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;
ბ) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არცერთი მსურველი;
გ) სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არცერთმა არ მიიღო მონაწილეობა ვაჭრობაში.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი, ხოლო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველებს და მონაწილეებს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდებათ.
12. თუ არ მოხდება ქონების აუქციონის ფორმით განკარგვა, ცენტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
მუხლი 11🔗.
განმეორებითი აუქციონი
1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება ქონების რეალიზაცია, ცენტრი უფლებამოსილია სარეალიზაციო ქონების საწყისი საფასური შეამციროს არაუმეტეს 25%-ით და ქონება ხელმეორედ გაიტანოს გასაყიდად.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 25%-ზე მეტად შემცირებული საფასურით რეალიზაციის თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონების შეცვლილი საწყისი სარეალიზაციო ფასით ან/და პირობებით რეალიზაცია განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი, ხოლო იმავე პირობებით რეალიზაცია – როგორც ვადაგაგრძელებული აუქციონი.
მუხლი 12🔗.
ქონების რეალიზაცია ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ფორმით
1. ქონების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ფორმით რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ცენტრი უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას (საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად), აუქციონის ფორმით ქონების (ინტერნეტაუქციონის) ფორმით რეალიზაციის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge.
2. საქონლის ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.
3. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება და განსაზღვროს მისი ოდენობა.
4. აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა, ცენტრი აკეთებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
ბ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დრო (აუქციონის ხანგრძლივობა, მისი გამოცხადებიდან დასრულებამდე, არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 45კალენდარულ დღეს);
გ) სარეალიზაციო ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას), ლოტებად დაყოფის შემთხვევაში – ლოტების მიხედვით;
დ) ქონების რეალიზაციის საწყის ფასს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას (მათი არსებობის შემთხვევაში);
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს.
5. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობის ნომრით;
დ) იურიდიული პირის დარეგისტრირდება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.
6. აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 5 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული სახით).
7. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს გადახდა შესაძლებელია როგორც „ინტერნეტბანკინგის“ საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
8. ინტერნეტაუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს “ონლაინ“ რეჟიმში.
9. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერაც აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
10. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ.
11. აუქციონში გამარჯვებულს ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები.
12. თუ არ მოხდება ქონების ინტერნეტაუქციონის ფორმით განკარგვა, ცენტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
13. თუ პირველი ინტერნეტაუქციონის დროს არ მოხდება ქონების რეალიზაცია, ცენტრი უფლებამოსილია სარეალიზაციო ქონების საწყისი საფასური შეამციროს არა უმეტეს 25%-ით და ქონება ხელმეორედ გაიტანოს გასაყიდად.
14. თუ ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 25%-ზე მეტად შემცირებული საფასურით რეალიზაციის თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
15. ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონების შეცვლილი საწყისი სარეალიზაციო საფასურით ან/და პირობებით რეალიზაცია განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი, ხოლო იმავე პირობებით რეალიზაცია - როგორც ვადაგაგრძელებული აუქციონი.
16. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების რეალიზაციისას ცენტრსა და მყიდველს შორის ფორმდება მიღება- ჩაბარების აქტი.
მუხლი 13🔗.
აუქციონის მეშვეობით შეძენილი ქონების მიღების ვადა
1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თანხის გადახდიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან (თუ ინტერნეტაუქციონის შემთხვევაში არ სარგებლობს „ქონების ადგილზე მიტანის“ სერვისით).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს გაფრთხილებას (მატერიალური ან ელექტრონული სახით), რომელშიც მიეთითება ქონების გატანის დამატებითი ვადა, არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა და პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით.
3. პირგასამტეხლო განისაზღვრება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესაბამისი ლოტის სრული/დარჩენილი (ლოტის ღირებულებასა და ფაქტობრივად გადახდილ ღირებულებას შორის სხვაობა) სარეალიზაციო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.
4. თუ მყიდველი დამატებითი ვადის განმავლობაშიც არ უზრუნველყოფს ქონების გატანას, ცენტრი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე; ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში დადგენილი ნორმებით. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების რეალიზაციისას, ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშლება ავტომატურად, დამატებითი შეტყობინების გარეშე.
5. აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს ქონების მიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისი ხარჯით მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მყიდველი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, ითვლება, რომ ქონება უნაკლოა და შეესაბამება გამოცხადებულ პარამეტრებს, რაოდენობას და ხარისხს.
მუხლი 14🔗.
აუქციონის შედეგების გაუქმების წესი
1. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ქონების სარეალიზაციო საფასური;
ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
გ) აუქციონში გამარჯვებულმა ამ წესით განსაზღვრულ დამატებით ვადაში არ უზრუნველყო ქონების გატანა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება ცენტრის ანგარიშზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება ცენტრის ანგარიშზე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ამ წესით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.
მუხლი 15🔗.
ქონების რეალიზაცია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით
1. ქონების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით რეალიზაციისას, მყიდველთან იდება (ფორმდება) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონდებლობით დადგენილი წესით.
2. ქონების მყიდველი ვალდებულია ცენტრის ანგარიშზე შეიტანოს ფულადი თანხა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.
3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გაიტანოს ქონება შესაბამისი საწყობიდან ან საცავიდან.
მუხლი 16🔗.
ქონების რეალიზაცია სავაჭრო ობიექტების საშუალებით
1. სავაჭრო ობიექტების საშუალებით ქონების რეალიზაციისას, საქონელი განთავსდება ცენტრის სავაჭრო ობიექტებში.
2. სავაჭრო ობიექტებში ქონების რეალიზაცია წარმოებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ სავაჭრო ობიექტებში ქონების შეტანის დღიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო საფასურის არაუმეტეს 25%-ით შემცირების თაობაზე.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების 25%-ზე მეტად შემცირებული საფასურით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 17🔗.
ქონების რეალიზაცია ინტერნეტმაღაზიის საშუალებით
1. ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით რეალიზაციის თაობაზე ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა, ცენტრი აკეთებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) სარეალიზაციო ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);
ბ) ქონების სარეალიზაციო ფასს;
გ) ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით საქონლის შეძენის პირობებს.
2. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შესაძენად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ელექტრონულ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტმაღაზიით ვაჭრობის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობის ნომრით;
დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.
3. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.
4. თუ ინტერნეტ-მაღაზიაში ქონების განთავსების დღიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო საფასურის არაუმეტეს 25%-ით შემცირების თაობაზე.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, ცენტრის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების 25%-ზე მეტად შემცირებული საფასურით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზე.
მუხლი 18🔗.
ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაცია
1. ქონების ინტერნეტ-აუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაცია ხორციელდება ამ წესის მე-12 და მე-17 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციის დროს ცენტრის დირექტორი ადგენს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების განსხვავებულ სარეალიზაციო ღირებულებას და ვადას, თუ რა დრომდეა შესაძლებელი მისი აღნიშნული ფორმით შეძენა.
3. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, თუ ინტერნეტაუქციონზე ვაჭრობის ფასი აღემატება ინტერნეტმაღაზიის ფასს, ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების რეალიზაციის საშუალება ავტომატურად იზღუდება.
4. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონზე ვაჭრობის ფასი არ აღემატება ინტერნეტმაღაზიის ფასს, აუქციონი წყდება.
5. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, ვაჭრობის პროცესის მიმდინარეობა ჩანს შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე.
მუხლი 19🔗.
ქონების რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით
1. ქონების რეალიზაცია შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა (მესამე პირმა/პირებმა), რომელთანაც ცენტრი დადებს შესაბამის ხელშეკრულებას.
2. მესამე პირსა და ცენტრს შორის ხელშეკრულება იდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რომლითაც დეტალურად უნდა დადგინდეს მომსახურების პირობები.
3. მესამე პირის მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს ცენტრის მიერ დადგენილი ქონების სარეალიზაციო ღირებულების 5%-ს.
4. სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია ქონება მესამე პირს გადაეცეს რეალიზაციამდე. ასეთ შემთხვევაში, ცენტრი ვალდებულია მოითხოვოს საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა ქონების ღირებულების სრული ოდენობით.
5. მესამე პირის მეშვეობით ქონების რეალიზაციისას მომსახურების თანხა ემატება ცენტრის მიერ დადგენილ ქონების სარეალიზაციო ღირებულებას.
მუხლი 20🔗.
ქონების განადგურება
1. ქონება უნდა განადგურდეს, თუ მისი რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ცენტრის ქონების შეფასების კომისია შესაბამისი ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების (ექსპერტი) ან სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე, ამზადებს დასკვნას ამ ქონების განადგურების შესახებ, რაც წარედგინება ცენტრის დირექტორს გადაწყვეტილების მიღებისათვის.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი.
3. ქონების განადგურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ცენტრი.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები.
მუხლი 21🔗.
ქონების განაწილება
1. ქონების განაწილება ძირითადად ხორციელდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუამდგომლობების, ასევე სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დასაბუთებული შუამდგომლობების საფუძველზე, ასევე წინამდებარე წესის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. სახეობის გათვალისწინებით, ქონება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სოციალური მიზნებისათვის.
2. ქონების განაწილება ხორციელდება უსასყიდლოდ გადაცემის გზით.
3. ქონების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია ითვალისწინებდეს გარკვეულ ვალდებულებებს ქონების მიმღების მხრიდან.
მუხლი 22🔗.
გარიგებათა გაფორმება და ანგარიშსწორება
1. საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში ცენტრსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
2. ცენტრსა და საჯარო აუქციონში გამარჯვებულს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება, სარეალიზაციო ქონების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითვალისწინებდეს მხარეთა ურთიერთვალდებულებებს გაყიდული ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ, რაც ასახული უნდა იყოს აუქციონის პირობებში.
3. აუქციონში გამარჯვებულმა სარეალიზაციო საფასური უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
4. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. თუ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და გადახდილი ბე უკან არ უბრუნდება, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება ცენტრის ანგარიშზე.
6. საჯარო აუქციონში დამარცხებულს უფლება აქვს, საჯარო აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ მოითხოვოს ბეს დაბრუნება, რომელიც უნდა დაბრუნდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღისა, ხოლო ინტერნეტაუქციონში დამარცხებულს ბე უბრუნდება ავტომატურად, აუქციონის შედეგების დადგომისთანავე.
7. ცენტრი უფლებამოსილია, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მუხლი 23🔗.
ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები
ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების სრულად ჩაირიცხება ცენტრის ანგარიშზე და გამოიყენება ცენტრის განვითარებისათვის.