„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №1194 |
|
2015 წლის 6 აგვისტო ქ. თბილისი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანების (ვებგვერდი, 01.04.2013წ., 010240030.22.029.016050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში (შემდგომში –
დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ) - ნ)“ ქვეპუნქტები: „ლ) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; მ) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა დამუშავება/განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა და სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავება; ნ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სამოქმედო გეგმების შემუშავება;“. 2. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველო.“. 3. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავება; გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა დამუშავება/განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სამოქმედო გეგმების შემუშავება; ე) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება; ვ) სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა, ანალიზი, განზოგადება და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა; თ) სხვა დავალებების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|