,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№99/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.017005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №99/ნ

2015 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05.11.2013წ., 430210000.22.022.016688) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული  დებულების:

1.    მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ პ3“ ქვეპუნქტი:

,,პ3) სამინისტროს სისტემის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა) სტრატეგიული განვითარების გეგმის (სამოქმედო გეგმების ჩათვლით) შემუშავების უზრუნველყოფა და კოორდინაცია, პროგრამების და პროექტების განხორციელების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების და დაბრკოლებების იდენტიფიცირება, აღწერა, ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინაციის გზით;“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) სტრატეგიული დაგეგმვის და ანალიზის სამმართველო.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“.

5. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს;

6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“.

7. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქმისწარმოების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ    დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

8. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ    დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

9. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:

,,მუხლი 14

1. სტრატეგიული დაგეგმვის და ანალიზის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა) სტრატეგიული განვითარების გეგმის (სამოქმედო გეგმების ჩათვლით) შემუშავების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს სისტემაში (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი  დაწესებულებისა) სტრატეგიის განხორციელების წლიური ანგარიშის მომზადება;

გ) პროგრამების და პროექტების განხორციელების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების და დაბრკოლებების იდენტიფიცირება, აღწერა, ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინაციის გზით;

დ) სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების სტრატეგიის დოკუმენტებთან შესაბამისობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების და პროგრამების შედეგების ანალიზი, სამინისტროს პრიორიტეტებთან მათი თავსებადობის დადგენა და სხვადასხვა სახის ინიციატივების შეფასება;

ვ) განათლების და მეცნიერების სფეროში სტრატეგიული დაგეგმვის შესახებ ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობა, ეფექტური მექანიზმის შემუშავება მისი პრაქტიკაში დანერგვის და გაძლიერების/შენარჩუნების მიზნით;

ზ) სხვა უწყებების მიერ შემუშავებული სტრატეგიის დოკუმენტების, დაკავშირებული პროგრამების, პროექტების, ინიციატივების დამუშავება და ანალიზი;

თ) სამინისტროს სტრატეგიის შესაბამისად წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ი) განათლების სისტემის საინფორმაციო პორტალის „Infoshere” მოდერაცია.

2. სტრატეგიული დაგეგმვის და ანალიზის სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტრატეგიული დაგეგმვის და ანალიზის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ    დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარვაშიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.08.2015.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 11.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №99/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.017005.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.08.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №99/ნ, 11.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017005 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2941304/