ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 06.08.2015
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 200010000.35.128.016233
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/08/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.08.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება | საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) |
| ხარაგაულისმუნიციპალიტეტი | ტყის მიწებისათვის, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით |
| ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება | საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) |
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე | ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2015 წლის 6 აგვისტო
დ.ხარაგაული
ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის,საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოღებულ იქნეს ადგილობრივი ქონების გადასახადი.
1. ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ბ) არარეზიდენტი საწარმო – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე);
გ) ფიზიკური პირი:
გ.ა) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე) და საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე; რომელზედაც დამაგრებულა უძრავი ქონება;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულქონებაზე.
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
2. ქონებაზე გადასახადის განაკვეთი:
ა) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა.ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ა.ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
ა.გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
ბ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით;
გ) დასაბეგრი ქონების ამ პუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;
დ) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულება დაითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში;
ე) სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.4 პროცენტის ოდენობით;
ვ) ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ვ.ა)100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.15 პროცენტის ოდენობა;
ვ.ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტის ოდენობა.
3. მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი
მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი აპირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, გარდა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწისნაკვეთისა, რომელზედაც დამაგრებულია ამავე ფიზიკური პირის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება;
ბ)სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის , ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
4. მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილებით:
ა)ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიწის ხარისხისა და სახეობების მიხედვით;
ბ) ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარობით;
გ) დადგინდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური საბაზისო განაკვეთები (ცხრილი №1, ცხრილი№2, ცხრილი №3)
;
გ.ა) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის.
ცხრილი№1
ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება
საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა)
ხარაგაულისმუნიციპალიტეტი
სახნავი და საკარმიდამო
56
გ.ბ) სათიბებისა და საძოვრებისათვის ( ბუნებრივი და გაკულტურებული):
ცხრილი №2
ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება
საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა)
ხარაგაულისმუნიციპალიტეტი
სათიბი
საძოვარი
19
15
გ.გ) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ცხრილი №3 დადგენილი განაკვეთით.
ცხრილი №3
ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება
საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა)
ხარაგაულისმუნიციპალიტეტი
ტყის მიწებისათვის, რომელიც გამოიყენება
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით
20
დ) არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვმ-ზე წელიწადში ქონების გადასახადი გაიანგარიშება საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი წესით და განისაზღვრება საბაზისო განაკვეთის 0,24 ლარის გამრავლებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულების შესაბამის კოეფიციენტზე (დანართი №1) შესაბამისად:
დ.ა) მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.
5. გადასახადებისაგან გათავისუფლება
შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის შედეგად;
გ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში;
დ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები;
ე) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები, პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე;
ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად. მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ – სტიქიის დამთავრების მომენტიდან ორი კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ;
ზ) საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება;
თ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული;
ი) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები;
კ) მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 მარტის №–6 დადგენილება ,,ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ"(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 15.03.2012 წელი).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე .
დანართი №1
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის კოეფიციენტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული სოფლების მიხედვით
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულის დასახელება კოეფიციენტი
1. სოფელი ღორეშა 0.37
2. სოფელი ბაზალეთი 0.37
3. სოფელი ბორითი 0.37
4. სოფელი ფარცხნალი 0.37
5. სოფელი კიცხი 0.37
6. სოფელი ლაშე 0.37
7. სოფელი ლეღვანი 0.37
8. სოფელი მოლითი 0.37
9. მუნიციპალიტეტის ცენტრი
(დაბა ხარაგაული) 0.42
10.სოფელი ნადაბური 0.37
11.სოფელი საღანძილე 0.37
12. საკურორტო ზონა (ნუნისი) 1.2
(ზვარის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეული)
13. სოფელი სარგვეში 0.37
14. სოფელი ვარძია 0.37
15. სოფელი ვახანი 0.37
16. სოფელი წიფა 0.37
17. სოფელი წყალაფორეთი 0.37
18. სოფელი ხევი 0.37
19. სოფელი ხიდარი 0.37
20. სოფელი ხუნევი 0.37
21. სოფელი ზვარე 0.37
22. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო
მაგისტრალის გასწვრივ 1.5
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე