,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №24 |
|
2015 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
📎 დანართები (1)
danarti-9.doc DOC ⬇
დანართი №9
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და
საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის
პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების
ყოველთვიური ნორმები
|№ |დასახელება |უცხოური |შენახვის |სამედიცინო |სულ |
| | |ვალუტის |ხარჯების |დაზღვევა | |
| | |დასახელება |ნორმები | | |
|1 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო | | | | |
| |წარმომადგენლობის აპარატი ნატო-სა და ევროკავშირში | | | | |
|1.1 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი ნატო-სა და |ევრო |4 650 |700 |5 350 |
| |ევროკავშირში (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) – აპარატის | | | | |
| |უფროსი | | | | |
|1.2 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირში სამოქალაქო | |3 400 |700 |4 100 |
| |წარმომადგენლის მოადგილე (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) – |ევრო | | | |
| |აპარატის უფროსის მოადგილე | | | | |
|1.3 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირში სამოქალაქო |ევრო |2 950 |700 |3 650 |
| |წარმომადგენლის მრჩეველი (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) | | | | |
|2 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლობის აპარატი ნატო-ში| | | |0 |
|2.1 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ნატო-ში (ნატო-ს |ევრო |4 450 |700 |5 150 |
| |შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) – აპარატის უფროსი | | | | |
|2.2 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ში სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე | |3 400 |700 |4 100 |
| |(ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო)-აპარატის უფროსის მოადგილე |ევრო | | | |
|2.3 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ში სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე |ევრო |3 300 |700 |4 000 |
| |ლოგისტიკის დარგში (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) | | | | |
|2.4 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ში სამხედრო წარმომადგენლის მრჩეველი |ევრო |2 950 |700 |3 650 |
| |(ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) | | | | |
|2.5 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროსი მეკავშირე ოფიცერი ნატო-ს |ევრო |3 450 |700 |4 150 |
| |ოპერაციების გაერთიანებულ სარდლობაში (ქ. მონსი, ბელგიის სამეფო) | | | | |
|2.6 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი ნატო-ს ოპერაციების |ევრო |2 600 |700 |3 300 |
| |გაერთიანებულ სარდლობაში (ქ. მონსი, ბელგიის სამეფო) | | | | |
|2.7 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროსი მეკავშირე ოფიცერი ნატო-ს |აშშ |4 400 |900 |5 300 |
| |ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობაში (ქ. ნორფოლკი, აშშ) |დოლარი | | | |
|3 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი გაერო-ში (ქ. |აშშ |6 950 |1 000 |7 950 |
| |ნიუ-იორკი, აშშ) |დოლარი | | | |
|4 |თავდაცვის ატაშე ავსტრიის რესპუბლიკაში და სამხედრო წარმომადგენელი ეუთო-ში |ევრო |4 350 |700 |5 050 |
|5 |აშშ-სა და მექსიკის შეერთებულ შტატებში თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |
|5.1 |თავდაცვის ატაშე აშშ-სა და მექსიკის შეერთებულ შტატებში – აპარატის უფროსი |აშშ |6 950 |1 000 |7 950 |
| | |დოლარი | | | |
|5.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე აშშ-სა და მექსიკის შეერთებულ შტატებში – აპარატის|აშშ |4 300 |1 000 |5 300 |
| |უფროსის მოადგილე |დოლარი | | | |
|5.3 |თავდაცვის ატაშეს თანაშემწე აშშ-სა და მექსიკის შეერთებულ შტატებში |აშშ |3 000 |800 |3 800 |
| | |დოლარი | | | |
|5.4 |თავდაცვის სამინისტროს უფროსი მეკავშირე ოფიცერი აშშ-ს ცენტრალურ სარდლობაში |აშშ |2 600 |900 |3 500 |
| |(ქ. ტამპა, აშშ) |დოლარი | | | |
|6 |თავდაცვის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის |ევრო |4 350 |700 |5 050 |
| |კონფედერაციაში | | | | |
|7 |თავდაცვის ატაშეს თანაშემწე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის|ევრო |3 050 |700 |3 750 |
| |კონფედერაციაში | | | | |
|8 |თავდაცვის ატაშე საფრანგეთის რესპუბლიკაში, ნიდერლანდების სამეფოში, ბელგიის |ევრო |4 450 |700 |5 150 |
| |სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში | | | | |
|9 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე საფრანგეთის რესპუბლიკაში, ნიდერლანდების სამეფოში,|ევრო |3 050 |700 |3 750 |
| |ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში | | | | |
|10 |თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში |ევრო |4 250 |700 |4 950 |
|11 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში |ევრო |2 950 |700 |3 650 |
|12 |თავდაცვის ატაშე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და|ინგლისური |4 650 |500 |5 150 |
| |ირლანდიაში |გირვანქა | | | |
| | |სტერლინგი | | | |
|13 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულ |ინგლისური |2 600 |500 |3 100 |
| |სამეფოსა და ირლანდიაში |გირვანქა | | | |
| | |სტერლინგი | | | |
|14 |თავდაცვის ატაშე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ყაზახეთის რესპუბლიკაში, |აშშ |4 100 |900 |5 000 |
| |უზბეკეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთში |დოლარი | | | |
|15 |თავდაცვის ატაშეს თანაშემწე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ყაზახეთის |აშშ |2 950 |700 |3 650 |
| |რესპუბლიკაში, უზბეკეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთში |დოლარი | | | |
|16 |თავდაცვის ატაშე ლიტვის რესპუბლიკაში, ლატვიის რესპუბლიკასა და ესტონეთის |ევრო |4 450 |700 |5 150 |
| |რესპუბლიკაში | | | | |
|17 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე ლიტვის რესპუბლიკაში, ლატვიის რესპუბლიკასა და | |2 950 |700 |3 650 |
| |ესტონეთის რესპუბლიკაში |ევრო | | | |
|18 |თავდაცვის ატაშე პოლონეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და |ევრო |4 450 |700 |5 150 |
| |რუმინეთში | | | | |
|19 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე პოლონეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთის რესპუბლიკასა |ევრო |2 950 |700 |3 650 |
| |და რუმინეთში | | | | |
|20 |თავდაცვის ატაშე ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, სლოვენიის |ევრო |4 450 |700 |5 150 |
| |რესპუბლიკაში, უნგრეთის რესპუბლიკასა და ხორვატიის რესპუბლიკაში | | | | |
|21 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, |ევრო |2 950 |700 |3 650 |
| |სლოვენიის რესპუბლიკაში, უნგრეთის რესპუბლიკასა და ხორვატიის რესპუბლიკაში | | | | |
|22 |თავდაცვის ატაშე უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკასა და ბელარუსის რესპუბლიკაში |აშშ |4 400 |900 |5 300 |
| | |დოლარი | | | |
|23 |თავდაცვის ატაშეს თანაშემწე უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკასა და ბელარუსის |აშშ |2 950 |700 |3 650 |
| |რესპუბლიკაში |დოლარი | | | |
|24 |თავდაცვის ატაშე საბერძნეთის რესპუბლიკასა და სერბეთის რესპუბლიკაში |ევრო |3 650 |700 |4 350 |
|25 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე საბერძნეთის რესპუბლიკასა და სერბეთის რესპუბლიკაში|ევრო |3 050 |700 |3 750 |
|26 |თავდაცვის ატაშე სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში |აშშ |4 250 |900 |5 150 |
| | |დოლარი | | | |
|27 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ |აშშ |3 050 |900 |3 950 |
| |რესპუბლიკაში |დოლარი | | | |
|28 |თავდაცვის ატაშე ისრაელის სახელმწიფოში |აშშ |4 200 |900 |5 100 |
| | |დოლარი | | | |
|29 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე ისრაელის სახელმწიფოში |აშშ |3 250 |900 |4 150 |
| | |დოლარი | | | |
|30 |თავდაცვის ატაშე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ვიეტნამის სოციალისტურ |აშშ |4 800 |800 |5 600 |
| |რესპუბლიკაში |დოლარი | | | |
|31 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ვიეტნამის |აშშ |3 550 |800 |4 350 |
| |სოციალისტურ რესპუბლიკაში |დოლარი | | | |
|32 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი უკრაინაში |აშშ |3 950 |900 |4 850 |
| | |დოლარი | | | |
|33 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი ჩინეთის სახალხო|აშშ |3 700 |800 |4 500 |
| |რესპუბლიკაში |დოლარი | | | |
|34 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი გაერო-ში (ქ. |აშშ |6 950 |1 000 |7 950 |
| |ნიუ-იორკი, აშშ) |დოლარი | | | |
|35 |თავდაცვის ატაშე იტალიის რესპუბლიკაში, სან-მარინოს რესპუბლიკაში, ესპანეთის | |4 450 |700 |5 150 |
| |სამეფოსა და პორტუგალიის რესპუბლიკაში |ევრო | | | |
|36 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე იტალიის რესპუბლიკაში, |ევრო |2 950 |700 |3 650 |
| |სან-მარინოს რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოსა და პორტუგალიის რესპუბლიკაში | | | | |
|37 |თავდაცვის ატაშე კანადაში |აშშ |4 750 |800 |5 550 |
| | |დოლარი | | | |
|38 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე კანადაში |აშშ |2 650 |800 |3 450 |
| | |დოლარი | | | |
|39 |თავდაცვის ატაშე დანიის სამეფოში, ნორვეგიის სამეფოში, შვედეთის სამეფოსა და |ევრო |4 450 |700 |5 150 |
| |ფინეთის რესპუბლიკაში | | | | |
|40 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე დანიის სამეფოში, ნორვეგიის სამეფოში, შვედეთის |ევრო |2 950 |700 |3 650 |
| |სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში | | | | |
შენიშვნა:
1. შენახვის ხარჯების ნორმები მოიცავს სხვადასხვა ხარჯებს, მათ შორის, სადღეღამისო ნორმის, ბინის დაქირავებისა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ წარმომადგენლობით, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევისა და მიმდინარე რემონტის, ინვენტარისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ხარჯებს.
2. სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
ა) ბინის დაქირავების ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ბ) სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ) სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) ოფისის დაქირავების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ე) სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი, სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის, ინვენტარისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. ოფისის ქირავნობის ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი დაანგარიშების მიხედვით (გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად).
4. სამედიცინო დაზღვევის თანხა ანაზღაურდება დადგენილი ნორმების ფარგლებში, ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით, მოთხოვნების შესაბამისად, ხორციელდება ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად თანხების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შენახვის ხარჯების გამოყოფა.
6. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ხარჯები (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა) გაიცემა ერთჯერადი დახმარების სახით „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების შესაბამისი სადღეღამისო ნორმის სამოცმაგი ოდენობით.
7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და მათი აპარატების თანამდებობის პირებს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, ავანსის სახით მიეცეთ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები არაუმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა.
8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მოკლევადიანი მივლინებისას ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობისა და განთავსების ხარჯები.
9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მათი აპარატების თანამდებობის პირებს და მათი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდებათ:
ა) მივლინებისა და კუთვნილი შვებულების შემთხვევაში – საქართველოსა და მივლინების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები ეკონომკლასის ბილეთების ღირებულებით;
ბ) როტაციის წესით როგორც სამუშაო მივლინების, აგრეთვე სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტში გათვალისწინებული ხარჯები და პირადი ტვირთის გადაზიდვის ხარჯები არა უმეტეს 200 ევროს ოდენობით.
10. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირების როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში, გამოწვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიზნით, პირის გამოწვევა შესაძლებელია განხორციელდეს სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
11. ამ შენიშვნის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს მიეცემათ ამ დანართით გათვალისწინებული გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯები შენიშვნის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადის განმავლობაში.
12. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების (გარდა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომის) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები.
13. შვებულებაში (მათ შორის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაში) ყოფნისას ან შრომისუუნარობის გამო სამსახურში არყოფნის შემთხვევაში პირს უნარჩუნდება ამ დანართით გათვალისწინებული ნორმები. თუ მითითებული არყოფნის პერიოდი წელიწადის განმავლობაში ზედიზედ ან კალენდარული წლის მანძილზე 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გრძელდება, პირს შენახვის ხარჯების ნორმა 30 კალენდარული დღის შემდეგ უმცირდება ბინის დაქირავების ხარჯებამდე.