⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.09.2023)
გაუქმებულია:

შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.08.2015
ძალის დაკარგვა 05.09.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №417
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.018803
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,122 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.2015 მიღება
05.09.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №417 2015 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს „შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესი“  თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 2015 წლის პირველ ნოემბრამდე, უზრუნველყოს ამ დადგენილების განხორციელებისათვის საჭირო წესის შემუშავება და დამტკიცება. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საჭიროების შემთხვევაში, 2015 წლის პირველ ნოემბრამდე, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათ შორის, ნორმატიული აქტების ამ დადგენილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.  მუხლი 3🔗 დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება 2015 წლის პირველი  ნოემბრისთვის  ძალაში მყოფ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე, მათი ვადის ამოწურვამდე. მუხლი 4🔗 1.  დადგენილება, გარდა  მე-2 მუხლისა, ძალაში შევიდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან. 2.  დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების საგანი 1. წინამდებარე წესი ადგენს საქართველოში  შრომითი იმიგრანტის  (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) (შემდგომში – შრომითი იმიგრანტი) ადგილობრივ დამსაქმებელთან საქართველოში შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების პირობებს, გარანტიებს, შრომითი მოწყობისა და შრომის გამოყენებისათვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, საქართველოში შრომითი იმიგრანტისა და ადგილობრივი დამსაქმებლის უფლება-მოვალეობებს. შენიშვნა: დადგენილების მიზნებისთვის ტერმინი „ადგილობრივი დამსაქმებელი“ – საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა ან საქართველოში კანონიერ საფუძველზე მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლება, შევიდეს შრომით ურთიერთობაში შრომით იმიგრანტთან და იყენებს მის შრომას საქართველოში. 2. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ურთიერთობებზე, რომელიც უკავშირდება იმ უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობასა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას, რომელზეც გაცემულია: ა) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემდეგი სახის ნებართვა: ა.ა) მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, თუ ეს ნებართვა გაცემულია მუდმივი ცხოვრების უფლებით; ა.ბ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა; ა.გ ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა; ბ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. 3. ამ დადგენილების მოქმედება ასევე არ ვრცელდება „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე. მუხლი 2🔗. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების პირობები 1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება დაიშვება მხოლოდ ამ უცხოელსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 2. ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის უფლება აქვს საქართველოში კანონიერად მყოფ იმიგრანტს. 3. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, შრომითი იმიგრანტის შრომითი მოწყობის და მისი შრომის გამოყენების შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო) გაუგზავნოს შეტყობინება საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმებასთან დაკავშირებით. 4.  ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაცია შეტყობინება უნდა შეიცავდეს მონაცემებს იმ პროფესი(ებ)ის, სპეციალობ(ებ)ის და კვალიფიკაცი(ებ)ის  შესახებ, რომელთა მქონე პირ(ებ)ის დასაქმება მოხდა ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ.    მუხლი 3🔗. მოთხოვნები შრომითი ხელშეკრულების მიმართ, რომელიც აწესრიგებს შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის არსებულ შრომით ურთიერთობას 1. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობას, იდება წერილობითი ფორმით და მასში აუცილებელი წესით მიეთითება: ა) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის  სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან/და ბინადრობის ნებართვის მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი; ბ) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის ადგილი და საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; გ) იმ ხელშემკვრელი ორგანიზაციის დასახელება, ან იმ ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის საკუთარი სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც არის ადგილობრივი დამსაქმებელი; დ) იმ ხელშემკვრელი იურიდიული პირის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, ან იმ ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც არის ადგილობრივი დამსაქმებელი; ე) ყველა სხვა პირობა, რომელზეც თანხმდებიან ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტი და ადგილობრივი დამსაქმებელი. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრული ვადითა და წერილობითი ფორმით, საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტისთვის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე. ამასთან, თუ შრომითი ხელშეკრულება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, ამ ხელშეკრულებას თან უნდა დაერთოს მისი ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. მუხლი 4🔗. შრომითი იმიგრანტის ძირითადი გარანტიები ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის პერიოდში შრომით იმიგრანტს ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობის და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის პერიოდში უფლება აქვს ისარგებლოს: ა) შრომის ანაზღაურების იმავე უფლებებით, რომლითაც სარგებლობს (ისარგებლებდა) ამ ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე; ბ) საწარმოო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის ან პროფესიული დაავადების განვითარების შედეგად მისი ჯანმრთელობის ვნების, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ან გარდაცვალების დროს ისეთივე შეღავათების, დახმარებების ან კომპენსაციის მიღების უფლებით, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქისთვის; გ) შრომითი მიგრაციის სფეროს სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისაგან ამ უკანასკნელთა კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებისა და ინფორმაციის მიღებით. მუხლი 5🔗. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით მოწყობასა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები  1. შრომით იმიგრანტს ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით მოწყობასა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით უფლება აქვს: ა) ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით უზრუნველყოფილი დაცვის გარანტიებით; ბ) მიიღოს ადგილობრივი დამსაქმებლისაგან ამ დადგენილებით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების და ამავე მუხლით განსაზღვრულ შესაბამის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანის ასლი; გ) ისარგებლოს ორ ან მეტ ადგილობრივ დამსაქმებელთან შეთავსებით,  შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლებით, ამ დადგენილებისა და საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით; დ) ისარგებლოს სხვა ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლებით ამ დადგენილების  შესაბამისად, თუ ამ უცხოელთან შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი არ არის: დ.ა) შრომითი იმიგრანტისთვის ჩადენილი დანაშაულის გამო მსჯავრის დადება ისეთი სასჯელის შეფარდებით, რომელიც ითვალისწინებს მისთვის თავისუფლების შეზღუდვას ან აღკვეთას, ან იმ ცალკეულ სამუშაო ადგილზე შრომითი მოწყობის ან/და იმ საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, რომელსაც ის ახორციელებდა ამ სამუშაო ადგილზე; დ.ბ) შრომითი იმიგრანტისთვის საქართველოში საქართველოს ვიზის ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტა; ე) მიიღოს ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება საკუთარი ან/და ადგილობრივი დამსაქმებლის ან/და სხვა წყაროს ხარჯზე, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით; ვ) ისარგებლოს ამ დადგენილებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. შრომითი იმიგრანტი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით მოწყობასა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით ვალდებულია:  ა) დატოვოს საქართველო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,   შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემთხვევაში, თუ არ არსებობს მისი საქართველოში ცხოვრების ან/და ყოფნის სხვა კანონიერი საფუძველი; ბ) შეასრულოს სხვა ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗. ადგილობრივი დამსაქმებლის უფლება-მოვალეობები 1. ადგილობრივი დამსაქმებელი უფლებამოსილია: ა) გამოიყენოს შრომითი იმიგრანტის შრომა ამ დადგენილებით, შრომის სფეროს მარეგულირებელი საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით; ბ) განსაზღვროს ამ დადგენილებით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობები ხელშემკვრელ შრომით იმიგრანტთან შეთანხმების საფუძველზე; გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია: ა) მოაწესრიგოს შრომით იმიგრანტთან არსებული შრომითი ურთიერთობები შრომითი ხელშეკრულების მეშვეობით; ბ) გადასცეს ხელშემკვრელ დასაქმებულ იმიგრანტ პირს ამ დადგენილებით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულება; გ) აცნობოს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი ფუნქციების შესრულებისას შრომითი იმიგრანტის გარდაცვალების ან მისი ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევის თაობაზე, არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან მე-2  კალენდარული დღისა; დ) შეასრულოს სხვა ვალდებულებები ამ დადგენილებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.