ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - ქალაქ ვანის ქუჩებსა და სკვერებში, ასევე ვანის მუნიციპალიტეტში შემავალი თემების/სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 07.08.2015
ძალაში შესვლა 01.09.2015
ძალის დაკარგვა 17.04.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - ქალაქ ვანის ქუჩებსა და სკვერებში, ასევე ვანის მუნიციპალიტეტში შემავალი თემების/სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2015 წლის 7 აგვისტო
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე –
ქალაქ ვანის ქუჩებსა და სკვერებში, ასევე ვანის მუნიციპალიტეტში შემავალი თემების/სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 2093 მუხლის პირველი და მესამე პუნქტებისა და 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისადб ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ქალაქ ვანის ქუჩებსა და სკვერებში, ასევე ვანის მუნიციპალიტეტში შემავალი თემების/სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვება, ძოვება და ხეტიალი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე –
ქალაქ ვანის ქუჩებსა და სკვერებში, ასევე ვანის მუნიციპალიტეტში შემავალი თემების/სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესი (დანართი №1) და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ნიმუში (დანართი №2).
მუხლი 3🔗
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება დაევალოს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს და ვანის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „ვანის კომუნალური გაერთიანებას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 429649017).
მუხლი 4🔗
დაევალოს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს და ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს მოსახლეობის ინფორმირება ქალაქ ვანის ქუჩებსა და სკვერებში, ასევე ვანის მუნიციპალიტეტში შემავალი თემების/სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვების, ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.
მუხლი 5🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ივანიაძემ.
მუხლი 6🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს გაზეთში „საჩინო“.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე –
ქალაქ ვანის ქუჩებსა და სკვერებში, ასევე ვანის მუნიციპალიტეტში შემავალი თემების/სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ
ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი აწესრიგებს ქალაქ ვანის ქუჩებსა და სკვერებში, ასევე ვანის მუნიციპალიტეტში შემავალი თემების/სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში დაჭერილი და სპეციალურ ადგილას გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
2. წესის მიზანია ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პატრონიანი ცხოველი –
ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისთვის იმყოფება მეპატრონის, ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის მეთვალყურეობის ქვეშ;
ბ) უმეთვალყურეო ცხოველი –
ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთზე არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა სადგომში (სპეციალურად გამოყოფილი ადგილი) გადაყვანიდან ამ წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე;
გ) ცხოველის მესაკუთრე (მეპატრონე) –
პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას;
დ) ცხოველის მოვლა-პატრონობა –
ცხოველის კვება, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ - ჰიგიენური პირობებით; ვეტერინარული ზედამხედველობა და მომსახურება –
დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა;
ე) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება –
ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;
ვ) ცხოველთა სადგომი –
სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა გარკვეული რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
მუხლი 3🔗.
ცხოველის მოვლა-პატრონობა
1. შინაური ცხოველების მესაკუთრეები (მეპატრონეები) ვალდებულნი არიან:
ა) არ დაუშვან მათი შინაური ცხოველების გაშვება ქალაქ ვანის ქუჩებსა და სკვერებში, ასევე ვანის მუნიციპალიტეტში შემავალი თემების/სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში;
ბ) მკაცრად დაიცვან შინაური ცხოველების შენახვის წესები, უზრუნველყონ გარემომცველ პირთა უსაფრთხოება და არ დაუშვან შინაური ცხოველების მიერ საერთო საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების დაბინძურება, მწვანე ნარგავების დაზიანება, აგრეთვე შინაური ცხოველებისათვის არაკეთილსაიმედო (ანტისანიტარიული) პროდუქტების გამოყენება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების სახით;
გ) ცხოველის გვამის დამარხვა უნდა განხორციელდეს სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში;
დ) უნდა უზრუნველყონ ცხოველის ყოველწლიური ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმება, ვაქცინაცია, მკურნალობა და სხვა;
ე) ცხოველისათვის დაავადების კლინიკური ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ვეტერინარს;
ვ) ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მათი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗.
მოხეტიალე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერა-იზოლირების პირობები, უფლებამოსილი ორგანოები და მათი პასუხისმგებლობა
1. ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - ქალაქ ვანის ქუჩებსა და სკვერებში, ასევე ვანის მუნიციპალიტეტში შემავალი თემების/სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში აკრძალულია წვრილფეხა ან/და მსხილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვება, ძოვება და ხეტიალი.
2. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას.
3. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერის შემთხვევაში ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ ხდება ფაქტის დადასტურება ფოტო ან ვიდეომასალით.
4. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ უმეთვალყურეოდ მიტოვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერის ადგილზე ან/და ცხოველთა სადგომისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მოხდება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მესაკუთრის დადგენის შემდეგ. მესაკუთეს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.
5. უმეთვალყურეოდ გაშვებული ცხოველის დაჭერის შემთხვევაში ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ინფორმაციის საზოგადოების ფართო ფენებისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს დაკავებული პირუტყვის შესახებ, ასევე მოწოდებას მესაკუთრის მიერ დაკავებული პირუტყვის წაყვანის შესახებ.
6. უმეთვალყურეოდ გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერას და გადაყვანას ცხოველთა სადგომზე უზრუნველყოფს ვანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ვანის კომუნალური გაერთიანება“.
7. ვანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ვანის კომუნალური გაერთიანება“ ვალდებულია:
ა) სათანადო დონეზე განახორციელოს იზოლირებული ცხოველის მოვლა-პატრონობა, შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება;
ბ) არ განახორციელოს იზოლირებული ცხოველის მიმართ არაჰუმანური და კანონსაწინაღმდეგო ქმედებანი;
გ) აწარმოოს ცხოველთა მონაცემების ბაზა ( როდის დააკავა? სად? ვინ წაიყვანა? როდის?);
დ) ცხოველის სადგომზე მიყვანისთანავე ცხოველს ჩაუტაროს ვეტერინარული შემოწმება შესაბამისი ექიმ-ვეტერინარის წერილობითი დასკვნით, რის საფუძველზეც დგინდება არის თუ არა იზოლირებული ცხოველი რაიმე დაავადების მატარებელი და ქმნის თუ არა გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროებას. ვეტერინარული შემოწმება უნდა ჩაუტარდეს ასევე იზოლირებულ ცხოველს მეპატრონისათვის დაბრუნების დროს.
8. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველი (პირუტყვი) ექიმ-ვეტერინარის მიერ ჩატარებული შემოწმების და მისი დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება დაავადებული და ქმნის გადამდები დაავადებების/სნეულებების გავრცელების საშიშროებას, მაშინ იგი შესაბამისი სანიტარიული ნორმების (წესების) დაცვით ექვემდებარება განადგურებას.
მუხლი 5🔗.
ჯარიმის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები
1. ქალაქ ვანის ქუჩებსა და სკვერებში, ასევე ვანის მუნიციპალიტეტში შემავალი თემების/სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით 20 ლარის ოდენობით (პირუტყვის სულადობის რაოდენობის მიუხედავად), ხოლო განმეორებით ჩადენილი ქმედებისათვის –
50 ლარის ოდენობით. სკვერში მწვანე ნარგავების შინაური ცხოველის მიერ დაზიანება ან/და განადგურება –
გამოიწვევს შინაური ცხოველის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
2. დაჭერილი და სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 (ათი) ლარს. მომსახურების საფასური იანგარიშება პირუტყვის სულადობის მიხედვით.
3. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
4. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მითითებული რეკვიზიტების გათვალისწინებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება პირუტყვის რეალიზება კანონით დადგენილი წესით.
5. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.
6. პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხოს ვანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ან/და განცხადება (მოწმეების ჩვენებით) მსხვილფეხა ან წვრილფეხა ცხოველის მესაკუთრეობის შესახებ, ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შემდეგაც, სათანადო მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, მესაკუთრეს დაუბრუნდება პირუტყვი.
7. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული პირუტყვი დაიღუპა მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის ბრალეულობით, მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
1. ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი №2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0000000
-----------------------------------
(ოქმის შედგენის ადგილი)
___ __________________ 20___ წ. ___ ___ სთ
(ოქმის შედგენის თარიღი და დრო)
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
____________________________________________________________________________
(ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი)
მონაცემები დამრღვევის შესახებ
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
(მონაცემები სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესახებ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი)
ინფორმაცია ადმ. სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო, არსი) _______________________________________________________________________________________________________ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის _____________________________________________________________________________________ (მუხლი ან მუხლის ნაწილი, პუნქტი, ქვეპუნქტი)
მოწმე (თუ არის):
______________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ. ადგილის მისამართი, პირადი №)
/_________________________/
/ხელმოწერა/
______________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ. ადგილის მისამართი, პირადი №)
/_________________________/
/ხელმოწერა/
დაზარალებული (თუ არის):
______________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ. ადგილის მისამართი, პირადი №)
/_________________________/
/ხელმოწერა/
______________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ. ადგილის მისამართი, პირადი №)
/_________________________/
/ხელმოწერა/
დამრღვევის ახსნა-განმარტება _______________________________________________________________________________________________________
საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები ____________________________________________
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს:
„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.“
შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით
შენიშვნის შინაარსი: ____________________________________________________________
სამართალდამრღვევი: ______________________________ /_______________________________/
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა)
ოქმის შემდგენელი: ______________________________ /_______________________________/
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
--------------------
(თარიღი)
.