„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
330090020.35.132.016264
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქი ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №18

2015 წლის 6 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძველის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (სსმ, 24.09.2012 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-6 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი   6.   კონკრეტულ  ფუნქციურ  ზონაში  მდებარე  ტერიტორიისათვის  უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) სახეობების ჩამონათვალი

დამტკიცდეს კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) სახეობების ჩამონათვალი:

6.1. საცხოვრებელი ზონა – 3 (სზ-3):

ა) ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

        • ბაღები;

        • სკვერები;

        • საბავშვო მოედნები;

     • მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები;

     • ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნოები საცხოვრებელ სახლებში სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები;

დაწყებითი სკოლები;

• საშუალო სკოლები;

ღია საცურაო აუზები;

სპორტული მოედნები;

ამბულატორიები;

აფთიაქები;

• კლუბები (მრავალფუნქციური დარბაზები შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);

პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიები;

სასურსათო მაღაზიები;

საფოსტო განყოფილებები, კავშირგაბმულობის განყოფილებები;

ბანკების ფილიალები/ განყოფილებები;

საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები, ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები;

ავტოგასამართი სადგურები ან/და სატრანსპორტო ტექმომსახურების ობიექტები;

პარკები;

ბულვარები;

ორანჟერეები და სათბურები;

ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობები;

კიოსკები, დროებითი პავილიონები, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

სანოტარო კანტორები;

კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები.

ბ) ზონის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის, , იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ  საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

ბაღები;

სკვერები;

პარკები;

საბავშვო მოედნები;

სპორტული მოედნები;

        •  მრავალბინიანი  საცხოვრებელი  სახლის  ფუნქციონირებისათვის  უზრუნველმყოფი სხვა ობიექტი.

გ) ზონის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიშენება ან/და დაშენება დასაშვებია მხოლოდ ერთიანი პროექტის საფუძველზე. ერთიანი პროექტი ნიშნავს ეზოს მხარეს არსებულ ფასადზე ცალკეულ, მაგრამ ერთიან მიშენებას, ხოლო ქუჩის მხარეს არსებულ ფასადზე მთელს ფასადზე ერთიან მიშენებას.

დ) ზონის ტერიტორიისათვის, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, მათ შორის, იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:

პოლიკლინიკები;

სპორტული დარბაზები;

კინოთეატრები;

საინფორმაციო ცენტრები;

საგამოფენო დარბაზები;

საცეკვაო დარბაზები– დისკოთეკები;

ბარები;

კაფეები;

სწრაფი კვების ობიექტები;

საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

საეკლესიო ობიექტები;

პოლიციის განყოფილებები.

6.2. საცხოვრებელი ზონა – 5 (სზ-5):

ა) ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

პარკები;

ბაღები;

სკვერები;

ბულვარები;

საბავშვო მოედნები;

        •   მრავალბინიანი   და   ინდივიდუალური   საცხოვრებელი   სახლები,   სასტუმროები საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები;

        •   ინდივიდუალური   სამეწარმეო   და   არასამეწარმეო   საქმიანობის   სახელოსნოები საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ–ჰიგიენური ნორმების დაცვით;

საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები;

დაწყებითი სკოლები;

საშუალო სკოლები;

პოლიკლინიკები;

ამბულატორიები;

აფთიაქები;

სპორტული დარბაზები;

ღია საცურაო აუზები;

სპორტული მოედნები;

კლუბები (მრავალფუნქციური დარბაზები შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);

კინოთეატრები;

საინფორმაციო ცენტრები;

საგამოფენო დარბაზები;

პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიები;

სამრეწველო საქონლის მაღაზიები;

სასურსათო მაღაზიები;

უნივერსალური მაღაზიები;

ბარები;

კაფეები;

სწრაფი კვების ობიექტები;

საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

საფოსტო განყოფილებები, კავშირგაბმულობის განყოფილებები;

ბანკების ფილიალები, განყოფილებები;

იურიდიული კონსულტაციები;

სანოტარო კანტორები;

ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები;

საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;

კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები;

საქალაქო ბიბლიოთეკები;

არქივები;

მუზეუმები;

ავტოგასამართი სადგურები ან/და სატრანსპორტო მომსახურების ობიექტები.

ბ) ზონის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლო- ბით დადგენილი წესით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის, იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა  და  დამოუკიდებელ  საკადასტრო  ერთეულად  რეგისტრაცია,  უძრავი  ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

ბაღები;

სკვერები;

პარკები;

საბავშვო მოედნები;

სპორტული მოედნები;

        • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი სხვა ობიექტი.

გ) ზონის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიშენება ან/ და დაშენება დასაშვებია მხოლოდ ერთიანი პროექტის საფუძველზე.

დ)  ზონის  ტერიტორიისათვის,  გარდა  მრავალბინიან  საცხოვრებელ  სახლზე  კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, მათ შორის, იმ მიწის ნაკვეთებისა,  რომლებიც  მიკუთვნებული  იყო  მრავალბინიან  საცხოვრებელ  სახლზე,  მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:

საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებები;

მოხუცთა ინტერნატები;

საავადმყოფოები;

საცურაო აუზები;

თეატრები;

საცეკვაო დარბაზები – დისკოთეკები;

რესტორნები;

კიოსკები, დროებითი პავილიონები, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

ბანკები;

მართვის დაწესებულებები და ორგანიზაციები;

ოფისები და კანტორები;

სასამართლოები;

საეკლესიო ობიექტები;

პოლიციის განყოფილებები;

სახანძრო დეპოები;

საზოგადოებრივი ტუალეტები.

6.3. საცხოვრებელი ზონა – 6 (სზ-6):

ა) ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

პარკები;

ბაღები;

სკვერები;

ბულვარები;

საბავშვო მოედნები;

        •   მრავალბინიანი   და   ინდივიდუალური   საცხოვრებელი   სახლები,   სასტუმროები საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები;

        •   ინდივიდუალური   სამეწარმეო   და   არასამეწარმეო   საქმიანობის   სახელოსნოები საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენუ- რი ნორმების დაცვით;

საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები;

დაწყებითი სკოლები;

საშუალო სკოლები;

საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებები;

უმაღლესი სასწავლებლები;

პოლიკლინიკები;

ამბულატორიები;

აფთიაქები;

სპორტული დარბაზები;

საცურაო აუზები;

ღია საცურაო აუზები;

სპორტული მოედნები;

კლუბები;

კინოთეატრები;

საქალაქო ბიბლიოთეკები;

საინფორმაციო ცენტრები;

საგამოფენო დარბაზები;

პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიები;

სამრეწველო საქონლის მაღაზიები;

სასურსათო მაღაზიები;

უნივერსალური მაღაზიები;

ბარები;

კაფეები;

სწრაფი კვების ობიექტები;

საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

საფოსტო განყოფილებები, კავშირგაბმულობის განყოფილებები;

ბანკების ფილიალები, განყოფილებები;

იურიდიული კონსულტაციები;

სანოტარო კანტორები;

ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები;

საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;

ავტოგასამართი სადგურები ან/და სატრანსპორტო მომსახურების ობიექტები;

ბ) ზონის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის, იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ  საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

ბაღები;

სკვერები;

პარკები;

საბავშვო მოედნები;

სპორტული მოედნები;

        •  მრავალბინიანი  საცხოვრებელი  სახლის  ფუნქციონირებისათვის  უზრუნველმყოფი სხვა ობიექტი.

გ) ზონის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიშენება ან/ და დაშენება დასაშვებია მხოლოდ ერთიანი პროექტის საფუძველზე.

დ) ზონის ტერიტორიისათვის, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, მათ შორის, იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, უძრავი ქონების (ობიექტების)  დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:

მოხუცთა ინტერნატები;

საავადმყოფოები;

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურები;

თეატრები;

არქივები;

მუზეუმები;

საცეკვაო დარბაზები – დისკოთეკები;

რესტორნები;

კიოსკები, დროებითი პავილიონები, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

ბანკები;

მართვის დაწესებულებები და ორგანიზაციები;

ოფისები და კანტორები;

სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები;

სასამართლოები;

საეკლესიო ობიექტები;

პოლიციის განყოფილებები;

სახანძრო დეპოები;

საზოგადოებრივი ტუალეტები;

კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები.

6.4. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – 1 (სსზ-1):

ა) ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

პარკები;

ბაღები;

სკვერები;

ბულვარები;

საბავშვო მოედნები;

        • მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, მრავალფუნქციური შენობები (საცხოვრებელი, ოფისები და სხვა);

საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები;

დაწყებითი სკოლები;

საშუალო სკოლები;

საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებები;

უმაღლესი სასწავლებლები;

პოლიკლინიკები;

ამბულატორიები;

აფთიაქები;

სპორტული დარბაზები;

საცურაო აუზები;

კლუბები;

კინოთეატრები;

თეატრები;

საქალაქო ბიბლიოთეკები;

არქივები;

საინფორმაციო ცენტრები;

მუზეუმები;

საგამოფენო დარბაზები;

საცეკვაო დარბაზები - დისკოთეკები;

სამრეწველო საქონლის მაღაზიები;

სასურსათო მაღაზიები;

უნივერსალური მაღაზიები;

ბარები;

კაფეები;

რესტორნები;

სწრაფი კვების ობიექტები;

საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები;

ბანკების ფილიალები, განყოფილებები;

ბანკები;

მართვის დაწესებულებები და ორგანიზაციები;

ოფისები და კანტორები;

სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები;

სასამართლოები;

იურიდიული კონსულტაციები;

სანოტარო კანტორები;

სასტუმროები;

ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები;

საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები.

ავტოგასამართი სადგურები ან/და სატრანსპორტო მომსახურების ობიექტები;

კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები;

მრავალფუნქციური შენობები (საცხოვრებელი, ოფისები და სხვა);

სავაჭრო ცენტრები;

კიოსკები, დროებითი პავილიონები საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

პოლიციის განყოფილებები;

ბ) ზონის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის, იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ  საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

ბაღები;

სკვერები;

პარკები;

საბავშვო მოედნები;

სპორტული მოედნები;

        •  მრავალბინიანი  საცხოვრებელი  სახლის  ფუნქციონირებისათვის  უზრუნველმყოფი სხვა ობიექტი.

გ) ზონის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიშენება ან/ და დაშენება დასაშვებია მხოლოდ ერთიანი პროექტის საფუძველზე.

დ) ზონის ტერიტორიისათვის, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, მათ შორის, იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, უძრავი ქონების (ობიექტების)  დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:

საავადმყოფოები;

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურები;

ღია საცურაო აუზები;

სპორტული მოედნები;

საკონცერტო დარბაზები;

უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზები;

საეკლესიო ობიექტები;

სახანძრო დეპოები;

საზოგადოებრივი ტუალეტები;

რკინიგზის სადგურები და ავტოსადგურები.

6.5. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – 2 (სსზ-2):

ა) ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

პარკები;

ბაღები;

სკვერები;

ბულვარები;

        • მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, მრავალფუნქციური შენობები (საცხოვრებელი, ოფისები და სხვა);

აფთიაქები;

კლუბები;

კინოთეატრები;

თეატრები;

საკონცერტო დარბაზები;

უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზები;

საქალაქო ბიბლიოთეკები;

არქივები;

საინფორმაციო ცენტრები;

მუზეუმები;

საგამოფენო დარბაზები;

საცეკვაო დარბაზები – დისკოთეკები;

უნივერსალური მაღაზიები;

სავაჭრო ცენტრები;

ბარები;

კაფეები;

რესტორნები;

სწრაფი კვების ობიექტები;

საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტები;

ბანკების ფილიალები, განყოფილებები;

ბანკები;

მართვის დაწესებულებები და ორგანიზაციები;

ოფისები და კანტორები;

სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები;

სასამართლოები;

იურიდიული კონსულტაციები;

სანოტარო კანტორები;

სასტუმროები;

ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტები;

ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები;

საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები.

დაწყებითი სკოლები;

საშუალო სკოლები;

საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებები;

უმაღლესი სასწავლებლები;

ბ)  ზონის  ტერიტორიაზე  მდებარე  მრავალბინიან  საცხოვრებელ  სახლზე  კანონმდებლობით   დადგენილი  წესით   მიკუთვნებულ  მიწის   ნაკვეთებზე,  მათ   შორის იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

ბაღები;

სკვერები;

პარკები;

საბავშვო მოედნები;

სპორტული მოედნები;

        •  მრავალბინიანი  საცხოვრებელი  სახლის  ფუნქციონირებისათვის  უზრუნველმყოფი სხვა ობიექტი.

გ) ზონის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიშენება ან/ და დაშენება დასაშვებია მხოლოდ ერთიანი პროექტის საფუძველზე.

დ) ზონის ტერიტორიისათვის, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, მათ შორის, იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, უძრავი ქონების (ობიექტების)  დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:

პოლიკლინიკები;

კიოსკები, დროებითი პავილიონები საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

საეკლესიო ობიექტები;

პოლიციის განყოფილებები;

რკინიგზის სადგურები და ავტოსადგურები;

ავტოგასამართი სადგურები ან/და სატრანსპორტო მომსახურების ობიექტები;

კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები.

6.6. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – 3 (სსზ-3):

ა) ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

პარკები;

ბაღები;

სკვერები;

ბულვარები;

        • მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, მრავალფუნქციური შენობები (საცხოვრებელი, ოფისები და სხვა);

აფთიაქები;

კლუბები;

კინოთეატრები;

თეატრები;

უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზები;

საქალაქო ბიბლიოთეკები;

არქივები;

საინფორმაციო ცენტრები;

მუზეუმები;

საგამოფენო დარბაზები;

საცეკვაო დარბაზები - დისკოთეკები;

უნივერსალური მაღაზიები;

სავაჭრო ცენტრები;

ბარები;

კაფეები;

რესტორნები;

სწრაფი კვების ობიექტები;

საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტები;

ბანკების ფილიალები, განყოფილებები;

ბანკები;

მართვის დაწესებულებები და ორგანიზაციები;

ოფისები და კანტორები;

სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები;

სასამართლოები;

იურიდიული კონსულტაციები;

სანოტარო კანტორები;

სასტუმროები;

ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტები;

ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები;

საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები.

ბ) ზონის ტერიტორიაზე მდებარე  მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე  კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის, , იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

ბაღები;

სკვერები;

პარკები;

საბავშვო მოედნები;

სპორტული მოედნები;

        •  მრავალბინიანი  საცხოვრებელი  სახლის  ფუნქციონირებისათვის  უზრუნველმყოფი სხვა ობიექტი.

გ) ზონის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიშენება ან/ და დაშენება დასაშვებია მხოლოდ ერთიანი პროექტის საფუძველზე;

დ) ზონის ტერიტორიისათვის, გარდა  მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, მათ შორის, იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, უძრავი  ქონების  (ობიექტების)  დასაშვები  სახეობები,  რომლებიც  საჭიროებენ  სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:

დაწყებითი სკოლები;

საშუალო სკოლები;

საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებები;

უმაღლესი სასწავლებლები;

პოლიკლინიკები;

კიოსკები, დროებითი პავილიონები საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

საეკლესიო ობიექტები;

პოლიციის განყოფილებები;

რკინიგზის სადგურები და ავტოსადგურები;

ავტოგასამართი სადგურები ან/და სატრანსპორტო მომსახურების ობიექტები;

კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები;

საკონცერტო დარბაზები;

6.7. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა¢ (ლსზ¢):

ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

პარკები;

ბაღები;

სკვერები;

ბულვარები;

სანაპირო პლაჟები;

დეკორატიული გაფორმების ობიექტები;

        •  მცირე  არქიტექტურული  ფორმები  (საპარკო  პავილიონები,  როტონდები,  კიოსკები, შადრევნები, დეკორატიული აუზები, წყლის სასმელები, კასკადები, არხები და სხვა);

საწყალოსნო ობიექტები (ნავსადგომები, პირსები, ელინგები);

გასახდელები, საშხაპეები, საზოგადოებრივი ტუალეტები;

პლაჟის ინვენტარის ღია საწყობები;

სამაშველო სამსახურის სადგურები;

პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები.

6.8. სარეკრეაციო ზონა¢ (რზ¢):

ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

პარკები;

ბაღები;

სკვერები;

ბულვარები;

დეკორატიული გაფორმების ობიექტები;

        •  მცირე  არქიტექტურული  ფორმები  (საპარკო  პავილიონები,  როტონდები,  კიოსკები, შადრევნები, დეკორატიული აუზები, წყლის სასმელები, კასკადები, არხები და სხვა);

სპორტული მოედნები;

პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები;

სავაჭრო პავილიონები;

ატრაქციონები;

საწყალოსნო ობიექტები (ნავმისადგომები, პირსები, ელინგები);

საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;

საზოგადოებრივი ტუალეტები;

•  სამაყურებლო   ობიექტები  (ესტრადები,   ამფითეატრები,   საგამოფენო   დარბაზები, კინოთეატრები);

სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობები (სტადიონები, სპორტდარბაზები, ღია და დახურული საცურაო აუზები);

სათამაშო ავტომატების დარბაზები, საბილიარდოები და ა.შ.;

ზოოპარკები;

კაფეები, რესტორნები;

სასტუმროები;

საეკლესიო ობიექტები;

სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული დაწესებულებები;

ადმინისტრაციის შენობები.

6.9. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა-2 (სრზ-2):

პარკები;

ბაღები;

სკვერები;

ბულვარები;

დეკორატიული გაფორმების ობიექტები;

საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;

მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკო პავილიონები, როტონდები და სხვა);

სპორტული მოედნები;

პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები;

სავაჭრო პავილიონები, კიოსკები;

ატრაქციონები;

საწყალოსნო ობიექტები (ნავმისადგომები, ელინგები);

საზოგადოებრივი ტუალეტები;

 •  სამაყურებლო   ობიექტები  (ესტრადები,   ამფითეატრები,   საგამოფენო   დარბაზები, კინოთეატრები);

 •   სპორტულ-ფიზკულტურული   ნაგებობები   (საწვრთნელი   ბაზები,   სტადიონები, სპორტდარბაზები, ღია და დახურული საცურაო აუზები);

ზოოპარკები;

კაფეები, რესტორნები;

საეკლესიო ობიექტები;

სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აგარაკები;

დასვენების ბანაკები და ბაზები;

დასასვენებელი სახლები;

სანატორიუმები;

სასტუმროები;

მოხუცთა ინტერნატები;

საავადმყოფოები;

        •  სამეურნეო  ობიექტები  (ადმინისტრაციის  შენობები;  საყოფაცხოვრებო  სათავსები, სახელოსნოები, ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები).

მუხლი 9. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება

1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება არის კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, რომელზეც მოთხოვნილია მშენებლობის ნებართვის გაცემა, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით დადგენილი ძირითადი პარამეტრებისაგან (მოთხოვნებისაგან) განსხვავებული პარამეტრების (მოთხოვნების) დადგენა.

2. სპეციალური (ზონალური)  შეთანხმება  შესაძლებელია , თუ:

ა) ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქი ტექტურული, აგრეთვე, ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები;

ბ) ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით;

გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.

3. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას საჭიროებს:

ა) წინამდებარე წესით განსაზღვრულ ზონაში კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდა არაუმეტეს წინამდებარე წესით დადგენილი ოდენობით;

ბ)  კონკრეტული  მიწის  ნაკვეთისთვის  ძირითადი  ნებადართული  სახეობის  გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა უძრავი ქონების (ობიექტების) და- საშვები სახეობ(ებ)ის განსაზღვრა;

გ) წინამდებარე წესით განსაზღვრული  სხვა გადაწყვეტილებები.

4.   სპეციალურ   (ზონალურ)   შეთანხმებაზე   გადაწყვეტილებას   დასახლებათა   ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე ღებულობს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. გადაწ­ყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით.  ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი  ორგანო  უფლებამოსილია  არ გაიზიაროს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი