„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 |
|
2015 წლის 7 აგვისტო ქ. ზუგდიდი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:
ა.ა) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. სარეკლამო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს (განთავსებისას და განთავსებიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში) თანამედროვე ტექნოლოგიური მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებს.
7. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სოციალური და საინფორმაციო ტიპის მასალის განთავსების მიზნით სარეკლამო საშუალება „მონიტორზე“ გამოეყოფა უფასო დრო 10%-ის ფარგლებში.“;
ა.ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 15 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით.“;
ა.გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
2. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არარსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება, გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ.მ.-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობით ან კვადრატულ მეტრებში შესაბამისი ბიჯის დამატებით.
6. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე სარეკლამო საშუალების ფასადის ერთი კვადრატული მეტრისათვის, ერთკალენდარულ წელზე, საწყისი ფასი განისაზღვროს:
ა) განსაკუთრებულ ზონაში: 72 (სამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით – გამსახურდიას გამზირი ცენტრალური ბულვარის ირგვლივ ტრანსპორტის მოძრაობის მიმართლების უკიდურესი მარჯვენა მხარეს არსებულ ტროტუარზე, ასევე თეატრის ქუჩა დასაწყისიდან ბოლომდე იკრძალება დიდი ზომის სარეკლამო ფარების განთავსება, დასაშვებია ლაითბოქსები (გარე რეკლამის გეგმით განსაზღვრული თანამედროვე ტიპის კონსტრქუციები) რომლის განთავსების ადგილი, სიმაღლე, ფორმა და ზომა უნდა იყოს შეთანხმებული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითიმოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურთან;
ბ) I ზონაში: 72 (სამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით – დ. აღმაშენებლის ქუჩა (ქალაქის შემოსასვლელიდან ცენტრალური მოედნის ჩათვლით), თეატრის ქუჩა დასაწყისიდან ბოლომდე, რუსთაველის ქუჩა (ზვ. გამსახურდიას გამზირის გადაკვეთიდან შ. ხუბულავას ქუჩის გადაკვეთამდე), მ.კოსტავასქუჩა (დასაწყისიდან ნიკოლაძის ქუჩის გადაკვეთამდე);
გ) II ზონაში: 60 (სამოცი) ლარის ოდენობით - ც. დადიანის ქუჩა დასაწყისიდან ბოლომდე, შოთა ხუბულავას ქუჩა დასაწყისიდან ბოლომდე, გ. ბარამიას ქუჩა დასაწყისიდან ბოლომდე, სოხუმის ქ. დასაწისიდან ბოლომდე;
დ) 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით – ქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ სხვა დასახლებებში;
ე) ამავე ზონებში ასევე შესაძლებელია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განათების ბოძების გამოყენება სარეკლამო და მიმართულების მაჩვენებელი აბრების განსათავსებლად, რომლის გაბარიტული ზომები არ უნდა აღემატებოდეს 0,7 კვ/მ, ღირებულების საწყისი ფასი განისაზღვრება 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით, რომელზეც ნებართვას გასცემს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური აუქციონის გარეშე განცხადების საფუძველზე.
7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით. ამასთანავე, თუ გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა 5 კალენდარულ წელზე მეტი ვადით, აუქციონის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი, ყოველი 5 კალენდარული წლის შემდეგ უნდა გაიზარდოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის ინდექსის რთული წლიური ზრდის მაჩვენებლის 5 წლის ჯამური ოდენობის შესაბამისად.“;
ა.დ) მე-11მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. გარე რეკლამის ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის გადახედვასთან დაკავშირებით.“.
|