⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.09.2015)
გაუქმებულია:

მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.08.2015
ძალის დაკარგვა 09.09.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 528 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.2015 მიღება
09.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №54 2015 წლის 7 აგვისტო ქ. ზუგდიდი მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია დანართი მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები მუხლი 1🔗 1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის (შემდგომში – ქონების ურთიერთგადაცემის) პირობებს. 2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – მერი) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს (შემდგომში - საკრებულო) თანხმობით. 3. ქონების ურთიერთგადაცემის მხარე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გარდა, შეიძლება იყოს: ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან ამ პირთა გაერთიანებისათვის გადაცემის შემთხვევაში – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება; ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. მუხლი 2🔗 1. ქონების ურთიერთგადაცემის ინიციატორი შეიძლება იყოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება. 2. ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება დგინდება აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის საფუძველზე. 3. თუ ურთიერთგადასაცემი ქონება არატოლფასოვანია, ქონების ნაწილი შეიძლება ანაზღაურდეს ფულადი თანხით ან სხვა ქონებით. 4. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ განცხადების წარდგენის ან მერის მიერ საკითხის ინიციირების შემდეგ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ. მუხლი 3🔗 1. მერიის გადაწყვეტილება (ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ცნობები მხარეების შესახებ; ბ) ურთიერთგადასაცემი ქონების დასახელება და მისამართი (საკადასტრო ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები); გ) ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება; დ) არატოლფასოვანი ქონების შემთხვევაში, ფულადი თანხის ოდენობა ან მონაცემები იმ ქონების შესახებ, რომლითაც ხდება ქონების ნაწილის ანაზღაურება; ე) სხვა მონაცემები ქონების ურთიერთგადაცემის საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით. 2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში მხარეებს შორის იდება ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება. 3. უძრავი ქონების ურთიერთგადაცემისას ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებიდან არანაკლებ 10 დღის ვადაში, საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. მუხლი 4🔗 ქონების ურთიერთგადაცემასთან დაკავშირებით მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მუხლი 5🔗 ქონების ურთიერთგადაცემასთან დაკავშირებული სადავო საკითხებს განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.