საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.08.2015
ძალის დაკარგვა 19.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016100
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის
ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №58
2015 წლის 7 აგვისტო
ქ. გორი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი დანართი № 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს განცხადების ფორმა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისთვის დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე
დანართი № 1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში -წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. წინამდებარე წესი არეგულირებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით.
3. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.gori.gov.ge
მუხლი 2🔗.
ინფირმაციის კატეგორიები
1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.
2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სავალდებულოა.
მუხლი 3🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში და საკრებულოში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი (პირები), ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე - ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი.
2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება - „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.
3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა;(დებულება/ რეგლამენტი/წესდება, შინაგანაწესი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში).
ბ) ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (ნორმატიული და ინდივიდუალური აქტები), რომლებიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში);
გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში).
დ) ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების/ ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ე) ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების /ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების/ხელმძღვანელების მისამართი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის (არსებობის შემთხვევაში) ნომერი(განახლებადია ცვლილების შემთხვევაში).
ვ) საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი;(განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
თ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა(ქვეყნდება კვარტალურად);
ი) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ;
კ) ინფორმაცია ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
დანართი №2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.
მუხლი 2🔗.
საჯარო ინფორმაციის გაცემა
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და ვადებში.
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელ- ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობით.
მუხლი 3🔗.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე - info@gori.gov.ge ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებასთან თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3)
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
მუხლი 4🔗.
საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:
ა) ინფორმაციის ჩაწერისას ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 5🔗.
ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ელ-განცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებას რეგისტრაციისათვის და შემდგომში შესაბამის განცხადებაზე რეაგირება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს (პირებს), რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, აღნიშნული ინფორმაცია „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.
3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით.
4. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.
დანართი №3
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს
-------------------------------------------------
მოქ. -----------------------------------------------,
მცხ. -----------------------------------------------
ტელ/მობ: --- -- -- ---
ორგანიზაციის დასახელება: ---------------------
--------------------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ ------------------------------------------------ (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული
სახით. ასევე
გთხოვთ:
1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელფოსტის მისამართზე გადმოგზავნით -------------------------------
2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე. ასევე თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითებით გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა;
3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე;
4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. ასევე თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითებით გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა;
(მონიშნეთ თქვენთვს მისაღები ფორმა)
დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) ------------
თარიღი ------------