„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №59 |
|
2015 წლის 7 აგვისტო ქ. გორი |
ა) 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აუქციონის ფორმაა: ელექტრონული აუქციონი და საჯარო აუქციონი. აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს პირობების გარეშე ან პირობებით.“
ბ) 1-ლ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
,,51. საჯარო აუქციონის შემთხვევაში, ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის წევრის - აუქციონატორის ფუნქციას ახორციელებს კომისიის შემადგენლობაში აუქციონატორად განსაზღვრული ფიზიკური პირი. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.“
გ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131, 132 , 133, 134, 135 და 136 მუხლები:
„მუხლი 131. საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი.
2. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას მის ვებ-გვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონატორის დასახელებას;
ბ) საჯარო აუქციონის პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის 30%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას. ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი.
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას;
ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
4. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით, უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მონაცემებს.
5. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიიღოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონების შესახებ აუქციონატორის ხელთარსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ქონებას.
7. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, სააუქციონო კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული სააუქციონო კომისია აუქციონატორის სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს. მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის წევრის - აუქციონატორის ფუნქციას ახორციელებს კომისიის შემადგენლობაში აუქციონატორად განსაზღვრული ფიზიკური პირი.
მუხლი 132. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადება არ მიიღება.
2. საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველის შესახებ, ქ. გორის მუნიციპლიტეტის იმ ქონების დასახელებას, რომლის შეძენაც სურს საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველს, ლოტის ნომერს, საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში, განაცხადში უნდა აისახოს, რომ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს;
ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ქ. გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს ქ. გორის მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, რეგისტრატორი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი ღებულობს საჯარო აუქციონში მონაწილის (შემდგომში - მონაწილე) სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ, განაცხადის მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი133. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. მუნიციპალიტეტის თითოეულ საპრივატიზებო ქონებაზე ვაჭრობის დაწყებისას, აუქციონატორი აცხადებს მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ქონების დასახელებას, მის საწყის საპრივატიზებო საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება ლოტზე საწყისი საპრივატიზებო საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს, დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონის მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის სპეციალურ დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გასხვისებულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. საჯარო აუქციონის ფორმით ქ.გორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი. ოქმში ასევე აისახება აუქციონის მიმდინარეობა, მონაწილეთა რაოდენობა, დაფიქსირებული ბიჯები და საბოლოო შედეგი.
8. თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება.
9. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონში მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეებს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილეებს, (რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს საჯარო აუქციონში) აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
11. ქონების შემძენის მიერ გადახდილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური აუქციონატორის მიერ სრულად ირიცხება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი134. განმეორებითი საჯარო აუქციონი
1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გამოტანილი ქ.გორის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით საჯარო აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით საჯარო აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.
მუხლი 135. გარიგებათა გაფორმების წესი
1. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აუქციონატორისა და აუქციონში გამარჯვებულის მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.
2. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, გარიგებათა გასაფორმებლად გამოიყენება ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 - მე -14 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 136. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა საჯარო აუქციონის შემთხვევაში
საჯარო აუქციონის შემთხვევაში საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.“.
|