„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№60
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.174.016102
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №60

2015 წლის 7 აგვისტო

ქ. გორი

 

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის    საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №23 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge  13/03/2015, 040110030.35.174.016065) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 „2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7,5%-ისა. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“

ბ)  მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის  და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი

1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობას მოქმედი კანონმდებლობის, ნორმატიული აქტების და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის  შესაბამისად განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ქირის წლიურ საფასურს-ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თანხმობით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების  დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7,5%-ისა.

2. ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყის წლიურ საფასურს,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულო ამ წესის განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7,5% - ისა.

3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას, ქირის წლიური საფასური განისაზღვრება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, საკრებულოს თანხმობით არანაკლებ ქონების  საწყისი საპრივატიზებო საფასურის 7,5 %-ისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.08.2015.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.08.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №60. სარეგისტრაციო კოდი — 040110030.35.174.016102.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №60, 07.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.174.016102 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2945388/