„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №392 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№420
სარეგისტრაციო კოდი
010320020.10.003.018806
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №420

2015 წლის 11 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №392 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №392 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13.06.2014წ., 010320020.10.003.017996) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების, განახლებისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილების გათვალისწინებითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი, კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი