1. ნაგავსაყრელზე ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგებიდან ან უახლოესი მეტეოროლოგიური სადგურიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, როდესაც წყლის ბალანსი წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ნაგავსაყრელის გამონაჟონის მოცულობების დასადგენად, საჭირო გაზომვების სიხშირე განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად:

ა) ნალექების რაოდენობა –
ოპერირებისა და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე –
ყოველდღიურად;

ბ) ტემპერატურა (მინიმალური, მაქსიმალური) –
ოპერირებისა და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე –
ყოველდღიურად;

გ) ქარის მიმართულება და სიჩქარე – ოპერირების ეტაპზე – ყოველდღიურად, დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე – არ არის სავალდებულო;

დ) ტენიანობა – ოპერირებისა და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე – ყოველდღიურად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შეგროვებული ინფორმაცია მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიეწოდოს სამინისტრო