ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 12.08.2015
ძალის დაკარგვა 02.11.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21-91
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.101.016203
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 157 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.2015 მიღება
02.11.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ        ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21-91 2015 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  68-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ვ“  ქვეპუნქტის  საფუძველზე,  ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო საფასური ყოველ კვადრატულ მეტრზე შეადგენს „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6-23 დადგენილებით დამტკიცებულ ნორმატიულ ფასს. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ქირის საწყისი საფასური ყოველ კვადრატულ მეტრზე შეადგენს „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6-23 დადგენილებით დამტკიცებული ნორმატიული ფასის 5 პროცენტს. 3.   დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი