ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
მიღების თარიღი 12.08.2015
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.114.016271
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | დ.ჩოხატაურის ადმინისტრაციულ ერთეულში |
| 2 | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში |
| 3 | კურორტი ბახმარო |
| 4 | ტყის მიწაზე (სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული) |
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და
განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2015 წლის 12 აგვისტო
დაბა ჩოხატაური
ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტი „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“-ს მე-7 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ “ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №15 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
დანართი
ადგილობრივი გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
საწარმოსთვის (ორგანიზაციისთვის) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ.
მუხლი 2🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 3🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.
მუხლი 4🔗
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია ლარებში ერთ ჰექტარზე
1
სახნავი (მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)
60
საკარმიდამო
60
2
სათიბი (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული)
20
3
საძოვარი (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული)
16
4
ტყის მიწაზე (სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)
28
მუხლი 5🔗
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები ერთ ჰექტარზე განისაზღვროს 3 (სამი) ლარით.
მუხლი 6🔗
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ლარებში ერთ კვადრატულ მეტრზე
№
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
საბაზისო განაკვეთი
(ლარი)
ტერიტორიული კოეფიციენტი
გადასახადის განაკვეთი
(ლარი)
1
დ.ჩოხატაურის ადმინისტრაციულ ერთეულში
0,24
1,0
0,24
2
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში
0.24
0.8
0.192
3
კურორტი ბახმარო
0,24
1,5
0,36
მუხლი 7🔗
1. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.
2. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 500მ2 , გარდა კურორტ ბახმაროს (ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია) ტერიტორიაზე.
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 40 კვ. მეტრს, გარდა კურორტ ბახმაროს (ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია) ტერიტორიაზე.