„მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/68
2015 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (შემდგომში - იუსტიციის უმაღლესი საბჭო) რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას (მათ შორის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელებისას) აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე