თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №104
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016519
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| № | სახელი, გვარი, მამის სახელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.02.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პენიტენციური კოდექსი მირზა გიგლემიანი და ლეონიდე მიქაბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სასჯელების აღსრულების შესახებ შეთანხმება მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №104
2015 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის
გადაყვანის წესი და პირობები
პატიმრობის კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის თანდართული წესი და პირობები.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №21 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი და პირობები
მუხლი 1🔗. მსჯავრდებულთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა
1. მსჯავრდებულთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა შესაძლებელია:
ა) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდგომ (მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა);
ბ) ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
გ) სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულთა გადაყვანა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის (შემდგომში - დეპარტამენტის დირექტორი) ბრძანებით.
მუხლი 2🔗. კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდგომ მსჯავრდებულის გადაყვანა (სასჯელის მოსახდელად გაგზავნა)
1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არაუგვიანეს 20 დღისა დეპარტამენტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ტიპის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი.
2. პატიმრობის დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულს სასჯელის მოსახდელად გზავნის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.
3. დაწესებულების ტიპის განსაზღვრის შემდეგ, დეპარტამენტის დირექტორი მსჯავრდებულთა გადაყვანის შემთხვევაში განსაზღვრავს, თუ კონკრეტულად რომელ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს სასჯელი მსჯავრდებულმა.
4. მსჯავრდებულის დაწესებულებაში გადასაყვანად ივსება ამ წესის დანართი № 1-ით დადგენილი დაწესებულებაში გადასაყვან მსჯავრდებულთა ნუსხის ფორმა.
მუხლი 3🔗. იმავე ან სხვა ტიპის/რისკის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანა
1. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის/რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, მისი ავადმყოფობის გამო ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, ლიკვიდაციისას ან გადატვირთულობისას, ან პატიმრობის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მსჯავრდებულის სხვა ტიპის/რისკის დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება მისთვის განსაზღვრული ტიპის/რისკის დაწესებულებაში დადგენილი წესები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია სხვა ტიპის/რისკის დაწესებულებაში.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაყვანისას სავალდებულოა დეპარტამენტის დირექტორის წინაშე შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ მოტივირებული წერილის წარდგენა.
მუხლი 4🔗. მსჯავრდებულის გადაყვანა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად
1. მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის/რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულთათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
2. მსჯავრდებულის გადაყვანა სხვა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ხდება მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 5🔗. მსჯავრდებულთა გადაყვანა და დაცვა
მსჯავრდებულთა გადაყვანას და დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წესის დანართი №1
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადასაყვან მსჯავრდებულთა ნუსხის ფორმა
№
სახელი, გვარი, მამის სახელი
დაბადების თარიღი
სსკ-ის მუხლი
სასჯელის ზომა
სასჯელის დასაწყისი
სასჯელის დასასრული
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი
მიმართულება