(შპს "გლინულას" გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13722-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/13722-15

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

11.08.2015 წელი

თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი - შპს ,,გლინულა’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404899687)

წარმომადგენელი - მალხაზ ყაულაშვილი

კრედიტორი - შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - რატი ტაბატაძე

მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ირაკლი წიკლაური

მოთხოვნა - გაკოტრების მმართველის დანიშვნა

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და

გამოარკვია

 

2015 წლის 04 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს გლინულას” დირექტორმა გელა ჯავაშვილმა და მოითხოვა შპს გლინულას” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს გლინულას” არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 ივნისის განჩინებით შპს ,,გლინულას’’ (საიდენტიფიკაციო ნომრით 4048996873) დირექტორს გელა ჯავაშვილს უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

 

2015 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა კრედიტორმა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს „გლინულას” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), და კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნა კრედიტორთა პირველი კრება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

 

ამავე კანონის 27-ე მუხლის 21-ე ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

37-ე მუხლის მეორე ნაწილით თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურას, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

მოცემულ შემთხვევაში კრედიტორთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი მმართველის კანდიდატურა, სასამართლომ მიიჩნია, რომ გაკოტრების მმართველად დანიშნული უნდა იქნეს აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

1. გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ აღსრულების ეროვნული ბიურო.)

2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი