სს "თელიანი ველის" განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ აქციონერთა საყურადღებოდ!
2015 წლის 13 აგვისტო
სს „თელიანი ველის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების (შემდეგში „კრება“) ჩატარება დაგეგმილია 2015 წლის 2 სექტემბერს,მისამართზე: თბილისი, მუხიანის დასახლება, ა.ისაკიანის ჩიხი, 15:00 საათზე. დღის წესრიგზე გატანილია შემდეგი საკითხები:
1. ნებადართული (განცხადებული) კაპიტალის გაზრდა 280,000,000 (ორასოთხმოცი მილიონი) აქციამდე.
2. სს „თელიანი ველი“-ს წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
სს „თელიანი ველის“ (შემდეგში „საზოგადოება“) დირექტორატმა და სამეთვალყურეო საბჭომ აქციონერებს გააცნეს შემდეგი რეკომენდაციები რიგგარეშესაერთო კრების დღის წესრიგში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება 2015 წლის 2 სექტემბერს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
1. გაიზარდოს „საზოგადოების“ ნებადართული (განცხადებული) კაპიტალი დამატებით 160,000,000 (ასსამოცი მილიონი) აქციით (120,000,000 (ასოცი მილიონი) აქციიდან 280,000,000 (ორას ოთხმოცი მილიონი) აქციამდე);
2. „საზოგადოების“ ნებადართული (განცხადებული) კაპიტალის გაზრდის მიზანია მიეცეს შესაძლებლობა „საზოგადოებას“ გაზარდოს კაპიტალი, რათა დააფინანსოს ლუდის წარმოების პროექტი და ლუდსახარში ქარხნის მშენებლობა (რაც ასევე გულისხმობს, „საზოგადოების“ მიერ ზემოაღნიშნული მიზნების განსახორციელებლად აღებული მოკლევადიანი კრედიტების გადახდა/დაფარვას);
3. ნებადართულ აქციებზე არ უქმდება აქციონერთა უპირატესი შესყიდვის უფლებებიდა შესაბამისად, არსებულ აქციონერებს მიეცემათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ახლად ემიტირებული აქციების შეთავაზებაში, მათ საკუთრებაში არსებული წილების პროპორციულად.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს სს „თელიანი ველის“ წესდებაში შემავალი ცვლილებები ნებადართული კაპიტალის გაზრდილი რაოდენობის ასასახად, აქციონერების მიერ დღის წესრიგის პირველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება 2015 წლის 2 სექტემბერს 15:00 საათზე;
აქციონერების რეგისტრაცია დაიწყება 2 სექტემბერს მისამართზე: თბილისი, მუხიანის დასახლება, ა.ისაკიანის ჩიხი, 14:00 საათზე.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად განისაზღვრება 27 ივლისი 2015.
აქციონერთა უფლბამოსილებ(ებ)ის შემოწმება, მიიღონ „კრებ“-ის მუშაობაში მონაწილეობა, გახდება შესაძლებელი 2015 წლის 24 აგვისტოდან სს „თელიანი ველის“ აქციების რეგისტრატორთან- სს „კავკასრეესტრი“,მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. № 74ა.
გენერალური დირექტორი
შოთა ხობელია