საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.08.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,212 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის    ინფრასტრუქტურისა  და ეკონომიკური განვითარების  სამსახური ნაწილი II საჯარიმო ქვითრის ყუა №
(ხელმოწერა) ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა: ––––––––––––––––––––––––––––––––––– საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს
საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 23.04.2018 ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე -35-ე მუხლებით, 36- მუხლის მე-2 ნაწილით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის -ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.09.2015 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.05.2023 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 31.03.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 05.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №19 2015 წლის 13 აგვისტო ქ. დმანისი ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე და 32-ე მუხლებით, 33-ე მუხლის პირველი ნაწილით, 34-ე და 35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 ნაწილების, საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსისა, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-8  მუხლის  პირველი პუნქტის  და ,,ნორმატიული  აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ნარჩენების  მართვის  კოდექსის  31-ე  და  32-ე  მუხლებით,  33-ე  მუხლის  პირველი  ნაწილით,  34-ე  და  35-ე მუხლებით,   36-ე    მუხლის    მე-2    ნაწილით,   39-ე    მუხლით   და    43-ე    მუხლის    პირველი   ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის–ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურს. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე და 32-ე მუხლებით, 33-ე მუხლის პირველი ნაწილით, 34-ე და  35-ე  მუხლებით,   36-ე  მუხლის   მე-2  ნაწილით,  39-ე  მუხლით  და  43-ე  მუხლის  პირველი  ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას  საჯარიმო ქვითრის  – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (დანართი 1). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ,,საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა“ (დანართი 2). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს   „საჯარიმო  ქვითრების  -   ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმების  აღრიცხვის ჟურნალი“ (დანართი 3). მუხლი 5🔗 დამტკიცდეს  ,,გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის“ ფორმა (დანართი 4). მუხლი 6🔗 დამტკიცდეს ,,სააღსრულებო ფურცლის“ ფორმა (დანართი 5). მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი დანართი 1 ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე  და 32-ე  მუხლებით, 33-ე  მუხლის პირველი ნაწილით, 34-ე და 35- ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების საგანი წინამდებარე  წესი,  საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსის,  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების  შესახებ“  საქართველოს  კანონის, ,,მკაცრი  აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების)  ნუსხის,  მკაცრი აღრიცხვის  ფორმების  (დოკუმენტების)  რეგისტრაციის  წესისა  და  მკაცრი  აღრიცხვის  ფორმების (დოკუმენტების)  რეგისტრაციის  ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2005 წლის  2  აგვისტოს  №669 ბრძანების,  „მკაცრი  აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა- უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე  უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – სამართალსუბიექტი) ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის საჯარო მოხელეები. მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება 1. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე  და  32-ე  მუხლებით,  33-ე  მუხლის  პირველი  ნაწილით,  34-ე  და  35-ე  მუხლებით,  36-ე  მუხლის  მე-2 ნაწილით,  39-ე  მუხლით  და  43-ე  მუხლის  პირველი  ნაწილით  გათვალისწინებულ   შემთხვევებში.  ოქმის შედგენაზე   უფლებამოსილი   პირი   ადგილზე   განიხილავს   სამართალდარღვევის   საქმეს   და   დამრღვევს ადგილზე  შეუფარდებს  სახდელს (ჯარიმას),  მიუხედავად  იმისა, დამრღვევი ეთანხმება  თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. საჯარიმო  ქვითრის  – ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმის ფორმა (დანართი  2) შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ  ადგილზე,  რომელიც  თანაბრად  ფარავს  საჯარიმო  ქვითრის  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმის  ორივე  ნაწილს,  ბეჭედი  დაისმება  სამართალსუბიექტის   იმ  უფლებამოსილი   თანამშრომლის  მიერ, რომელიც  აწარმოებს  მკაცრი  აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ  ადგილებზე  ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 4. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად.  პირველი ეგზემპლარი   (ორიგინალი)   რჩება   მის  შემვსებ  ოქმის  შედგენაზე  უფლებამოსილ    პირთან,  ხოლო  მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს. 5. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი,  რაც აღინიშნება      საჯარიმო  ქვითარში   – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში. 6. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის: ა) I ნაწილს, გარდა მე-10 პუნქტისა, ავსებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი; ბ) I ნაწილის: ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი; ბ.გ) მე-3 პუნქტში შეიტანება: შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; ბ.დ)  მე-4  პუნქტში  შეიტანება:  ადმინისტრაციული   სამართალდამრღვევის   მონაცემები:  ფიზიკური პირის შემთხვევაში – მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;  ბ.ვ)  მე-6       პუნქტში       შეიტანება:      პასუხისმგებლობა        აღნიშნული  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის –––– მუხლის –––––– ნაწილით; ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება: ჯარიმის ოდენობა ––– ლარი; ბ.თ)  მე-8  პუნქტში  შეიტანება:  მოწმის  (ასეთის  არსებობის  შემთხვევაში)   პირადობის  დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); ბ.ი) მე-9 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები,  ფურცლების  რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება. 7. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით.  დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსების მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს. 8. საჯარიმო  ქვითარს  –  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმს  ხელს  აწერს  მისი  შემდგენელი  და სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე ხელი უნდა მოაწერონ ამ პირებმაც.  9. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმის შემვსების  მიერ. ადმინისტრაციული  სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის   ოქმის  შინაარსთან  დაკავშირებით,  ასევე  ახსნას  საჯარიმო  ქვითარში  – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.  10. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის   ოქმის  ასლი,  ხოლო  თუ  ადმინისტრაციული   სამართალდამრღვევი   უარს  აცხადებს ასლის მიღებაზე, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად. 11. II ნაწილი საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად. 12. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში. 13. სამართალსუბიექტი, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის  ვადაში,  ვალდებულია  აღნიშნულის  თაობაზე  აცნობოს  საქართველოს  შინაგან  საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.  მუხლი 4🔗. საჯარიმო   ქვითრების  –  ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა   ოქმების   გამოყენებისა  და აღრიცხვა-ანგარიშგების  საფუძველი სამართალსუბიექტი  საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას  ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს  კანონისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით. მუხლი 5🔗. საჯარიმო ქვითრებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ოქმებით მომარაგება, საჯარიმო ქვითრების  –  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმების  გაცემა,  წარმოება  და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალის გაფორმების, წარმოებისა და შენახვისადმი საჯარიმო  ქვითრებით  –  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმებით  მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად. ოქმის  შედგენაზე  უფლებამოსილი  პირისთვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება  „საჯარიმო  ქვითრების  –  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმების აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი 3). ამ   მუხლის   მე-2   პუნქტით   გათვალისწინებული    ჟურნალი   იხსნება   ყოველი   კალენდარული   წლის დასაწყისში. ჟურნალის  ფურცლები  ინომრება  რიგითობის  მიხედვით.  აღრიცხვის  ჟურნალის გარეკანი  და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამართალსუბიექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით და სამართალსუბიექტის ბეჭდით. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება  კორექტორის  დახმარებით.  აუცილებლობის  შემთხვევაში,  უზუსტო  ჩანაწერი  გადაიხაზება  ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად  ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. იმ  შემთხვევაში,  თუ  კალენდარული  წლის  განმავლობაში  წარმოებული  საქმეების  რეგისტრაციისათვის ერთი  ჟურნალი  აღმოჩნდება  არასაკმარისი,   იხსნება  ახალი  ჟურნალი,  რომელიც  წარმოადგენს  პირველის გაგრძელებას. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის  რეგისტრაციის  შემდეგ, პასუხისმგებელი  სტრუქტურული  ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ. ჟურნალი ინახება დმანისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიუკური განვითარების სამსახურის იმ უფლებამოსილ თანამშრომელთან, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას. ჟურნალი  წარმოადგენს  შიდა  გამოყენების  დოკუმენტს  და  იგი  (ან  მასში  არსებული  მონაცემები)  არ შეიძლება    გაიცეს    მესამე    პირებზე,    გარდა    მოქმედი    სამართლებრივი    აქტებით    გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა საჯარიმო  ქვითრების  –  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმების  შენახვა  ხორციელდება  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად   უვარგისი  საჯარიმო  ქვითრების  –  ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად   უვარგისი  საჯარიმო   ქვითრების   -  ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა   ოქმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად   უვარგისი  საჯარიმო   ქვითრების  –  ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა   ოქმების ჩამოწერა  უნდა  მოხდეს  ჩამოწერის  აქტის  (დანართი  4)  მიხედვით.  გამოსაყენებლად  უვარგისი  საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად    უვარგისი    საჯარიმო    ქვითრის    –    ადმინისტრაციული    სამართალდარღვევის    ოქმის უტილიზაცია ხორციელდება “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ჯარიმის გადახდა 1. სამართალდამრღვევმა  ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად. 2. ამ  მუხლის პირველი  პუნქტით დადგენილი  ვადის  გასვლის  შემდეგ  ჯარიმის  იძულებითი  აღსრულება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9🔗. სააღსრულებო ფურცლის გამოწერა სამართალსუბიექტის    მიერ   სააღსრულებო   ფურცლის   (დანართი   5)  გამოწერა   ხდება   კანონმდებლობით დადგენილი    წესით,    რომელიც    დაუყოვნებლივ    ეგზავნება   საჯარო   სამართლის   იურიდიულ    პირს   – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 10🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი  სამართალდარღვევის  დადგენილება,  მისი გამოტანიდან  10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს სასამართლოში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის   შეტანა   მის   განხილვამდე   შეაჩერებს   საქართველოს   ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა კოდექსის  234​1   მუხლით  დადგენილი  წესით  ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის  საქმის  ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების  აღსრულებას. დანართი №2 საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის    ინფრასტრუქტურისა  და ეკონომიკური განვითარების  სამსახური ნაწილი II საჯარიმო ქვითრის ყუა № ნაწილი I  საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №                        ბ.ა. შედგენის თარიღი: ––––––––––––––––––––––– (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი: ––––––––––––––––––––––– შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: ––––––––––––––––––––––––––––– ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა), იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის ––––– მუხლის ––––– ნაწილით. ჯარიმის ოდენობა: ––––––––––––– ლარი მოწმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში): –––––––––––––––––––––––––––––––––––– (მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა) 9.დამრღვევის ახსნა-განმარტება: ––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა- განმარტება) 10. მიმღები მოლარე: ––––––––––    –––––––––– (ხელმოწერა)    (თარიღი) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: –––––––––– მოწმე:    ––––––––––––––– (ხელმოწერა) ოქმის შემდგენელი:  ––––––––––––––– (ხელმოწერა) სამართალდამრღვევი:   ––––––––––––––– ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში. 1. ––––––––––––––––––––––––––––––– გადამხდელის სახელი და გვარი 2. ––––––––––––––––––––––––––––––– გადამხდელის მისამართი 3.–––––––––––––––––––––––––––––––– ჯარიმის ოდენობა 4.–––––––––––––––––––––––––––––––– ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი (ნაწილი) 5. ––––––––––––––––––––––––––––––– სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი 6. ––––––––––––––––––––––––––––––– საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 7. მიმღები მოლარე:––––––––––––––– (ხელმოწერა) 8. შემომტანი:––––––––––––––––––––– (ხელმოწერა) ბ.ა. თარიღი: ––––––––––––––––––––––––– (რიცხვი, თვე და წელი) (ხელმოწერა) ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა: ––––––––––––––––––––––––––––––––––– საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; ისაუბროს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) სასამართლოში გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. დამკვეთი:                                                                                                                          დამამზადებელი: მისამართი:                                                                                                                         სფს-ს რეგისტრაციის № დანართი №3 საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი № საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამცემაზე პასუხისმგებელი პირი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმღები პირი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი შენიშვნა № გასცეს თარ იღი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრა ციული სამართალ დარღვევის ოქმის № გვარი სახელი თანამ დებობა ხელმო წერა გვარი სახელი თანამდ ებობა  ხელ მოწერა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრა ციული სამართალ დარღ ვევის ოქმის № გვარი სახელი თანამ დებობა ხელმო წერა დანართი №4 დმანისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის აქტი № ----- ---------------- 20   წელი გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის შესახებ № საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი საჯარიმო ქვითრის რაოდენობა საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი 1 2 3 4 ხელმოწერით     ვადასტურებთ     აქტის     მიხედვით     წარმოდგენილი     უვარგისი     საჯარიმო    ქვითრების     –     ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს. სამსახურის   უფროსი:    /---------------/ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:     /---------------/ დანართი №5 საქმე №----- ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო   ფ უ რ ც ე ლ ი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სააღსრულებო ფურცლის გამცემი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დადგენილების გამოტანის თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:  დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა  და ეკონომიკური განვითარების სამსახური        ------------------------------