(სს"იონის"კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №110210007067586
№2/15-2008
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2015 წლის 10 აგვისტო
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გელა ქირიამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,იონის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სს ,,იონის’’ რეაბილიტაციის საქმე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით სს ,,იონის’’ რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა მამუკა გაბეხაძე (პ/ნ 18001008497).
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ შ. კოპალეიშვილმა და შემოსავლების სამსახურის სახელით, როგორც სს ,,იონის’’ 10% -ზე მეტი ხმის უფლების მქონე კრედიტორმა, მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა რეაბილიტაციის მმართველის შეცვლისა და მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვის საკითხის განხილვის მიზნით.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას სს ,,იონის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრება რეაბილიტაციის მმართველის შეცვლის საკითხის განხილვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეული იქნას სს ,,იონის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1 რეაბილიტაციის მმართველის შეცვლა.
1.2 რეაბილიტაციის მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა.
2. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნას 2015 წლის 17 აგვისტოს 14:00 საათზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს №3 სხდომათა დარბაზში (ქალაქი ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №7).
3.დაევალოს სს ,,იონის ’’რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა.
4.განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. ასევე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.geocourts.ge.
5. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გელა ქირია