დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
მიღების თარიღი 13.08.2015
ძალის დაკარგვა 24.05.2024
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016214
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დმანისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების და გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.05.2024
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2015 წლის 13 აგვისტო
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დმანისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქ დმანისის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების საავტომობილო გზის გასწვრივ მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა (დანართი 1).
მუხლი 3🔗
საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ- ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.
მუხლი 4🔗
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმით და პურით) გარე ვაჭრობა.
მუხლი 5🔗
აიკრძალოს ხელიდან, არასტაციონარული დახლებიდან და ავტომანქანებიდან გარე ვაჭრობა.
მუხლი 6🔗
გარე ვაჭრობის დრო განისაზღვროს 500–დან 2400 საათამდე.
მუხლი 7🔗
სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელის შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტის – ბრძანების საფუძველზე, შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები.
მუხლი 8🔗
დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურს.
მუხლი 9🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი
დანართი 1
1. გარე ვაჭრობის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
ჟურნალ-გაზეთები;
წიგნები;
ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
ყვავილები;
ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობები და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
2. სეზონური გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი);
ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
ღია კაფეების მოწყობა;
შეშა;
ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.